დასახელება:
სამედიცინო ინჟინერი
|
მომწოდებელი:
უნიმედი
|
გამოქვეყნდა: 19 მარტი
/ ბოლო ვადა: 19 აპრილი
|
კომპანია "უნიმედი" 2011 წლიდან პოზიციონირებს. კომპანიის საქმიანობაში მთავარი ფასეულობებია ხარისხი, პროფესიონალიზმი და სანდოობა. "უნიმედი" ახორციელებს სამედიცინო აპარატურისა და ერთჯერადი მოხმარების სამედიცინო საგნების რეალიზაციას.
კომპანია "უნიმედი" კვალიფიციური პროფესიონალების მეშვეობით უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის მაღალი ხარისხის პროდუქციის შერჩევას, ადგილზე მიწოდებასა და შესაბამისი მომსახურების გაწევას. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია თანამშრომლების პროფესიულ ზრდაზე და უზრუნველყოფს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების უზრუნველყოფას როგორ ლოკალურად, ასევე, გლობალურად. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის სანახავად, ესტუმრეთ ჩვენს FB გვერდს: https://www.facebook.com/profile.php?id=100063645292270
ამრიგად, სადაც "უნიმედია", იქ ხარისხი და პროგრესია! სადაც ხარისხი და პროგრესია, იქ წარმატებაა!
სწორედ ამ ფასეულობების გაზიარებისთვის, კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ინჟინრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სამედიცინო აპარატურის/დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** სამედიცინო პერსონალთან კომუნიკაცია სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და პრობლემის მოგვარების/შეკეთების ვადების შესახებ მათთვის ინფორმაციის მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში, არსებული სამედიცინო აპარატურის/დანადგარების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება პრიორიტეტულია ბიო-სამედიცინო ინჟინერიის, ან მომიჯნავე სპეციალობების განხრით;
** სავალდებულოა აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;
* ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაწყვეტის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებასა და საბონუსე სისტემას
** კარიერულად ზრდის შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** Fitpass
თუ თვლით, რომ სამუშაოს შინაარსი და თქვენი კვალიფიკაცია თანხვედრაშია ერთმანეთთან, გამოაგზავნეთ რეზიუმე cv@unimedi.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|