დასახელება:
ხარჯთაღმრიცხველი
|
მომწოდებელი:
ტრეიდი
|
გამოქვეყნდა: 14 მარტი
/ ბოლო ვადა: 14 აპრილი
|
სამშენებლო კომპანია "ტრეიდი"-ს გუნდი ეძებს ახალ წევრს ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.
მოვალეობები:
** პროექტის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადება;
** პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამშენებლო მასალების ფასების დადგენა შესყიდვების დეპარტამენტთან (მენეჯერთან) ერთად;
** პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების ფასების დადგენა და შესაბამის ბაზაში აღრიცხვა;
** სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების აღრიცხვის წარმოება;
** ობიექტზე შესრულებული სამუშაოების მოცულობების აღრიცხვა;
** შესრულებული სამუშაოების აქტების ("ფორმა #2") მომზადება;
** ყოველი სამუშაო თვის ბოლოს ობიექტზე შესრულებული სამუშაოების აქტის მომზადება;
** სამშენებლო ობიექტისთვის საჭირო სამშენებლო მასალების მოთხოვნის ფორმის მომზადება და შესყიდვების დეპარტამენტისთვის დროული მიწოდება;
** ობიექტზე ყველა საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება (ფარული სამუშაოს აქტები და ა.შ);
** საჭიროების შემთხვევაში პროექტთან დაკავშირებული ნახაზების მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში მიღება-ჩაბარების ფორმის მომზადება;
რას გთავაზობთ:
** ანაზღაურება: ინდივიდუალურია, დამოკიდებულია კომპეტენციაზე
** კომფორტულ და მეგობრულ გარემოს
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.
** სისწრაფე და დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.
** ნაკლები კომპეტენციის შემთხვევაში, შესაძლებელია კადრის გადამზადება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ninua.ramazi@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება. ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: 595 95-97-34
|
|
|
|