დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Lion Auto Auction
|
გამოქვეყნდა: 14 მარტი
/ ბოლო ვადა: 14 აპრილი
|
კომპანია "Lion Auto Auction"- ი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება
** მომსახურებების/სერვისების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება
** მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად ავტომობილების შერჩევა, შეძენა ავტო აუქციონებზე
მოთხოვნები:
** სასურველია ავტო იმპორტიორ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია გაყიდვების სფეროში (გაყიდვების მენეჯერად, ქოლ-ცენტრის ოპერატორად, კონსულტანტად და მსგავს პოზიციაზე) მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა (დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნას მიენიჭება უპირატესობა)
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურება: ფიქსირებული+ ბონუსი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: career@liongroup.com.ge.
კომპანია "Lion Auto Auction" - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია Lion Auto Auction"- ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|