დასახელება:
ექსპორტის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 14 მარტი
/ ბოლო ვადა: 14 აპრილი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ექსპორტზე ბრენდის განვითარებისა და გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** ყოველდღიური კორესპონდენციის წარმოება არსებულ პარტნიორებთან, მათგან შეკვეთების მიღება და მიღებული შეკვეთების შესრულების მონიტორინგი;
** ლოჯისტიკის კონტროლი, შეკვეთის დროულად მიღებისა და გადატვირთვის უზრუნველყოფა;
** არსებულ პარტნიორებთან კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში არსებული საექსპორტო გაყიდვების გეგმის მოდიფიკაცია;
** არსებულ საექსპორტო ბაზრებზე პროდუქტის განვითარების ტენდენციების შესწავლა, შესაბამისად უკეთესი შეთავაზებების ფორმირება არსებული და პოტენციური პარტნიორებისთვის;
** ახალი პარტნიორების ძიება და მათი მოთხოვნების შესწავლა;
** პარტნიორებისგან კონტრაქტის შესაბამისად მუდმივი კომუნიკაცია;
** დოკუმენტაციების მომზადება, რაც დაკავშირებულია ექსპორტთან;
** სხვადასხვა საკომუნიკაციო და მარკეტინგული მასალების მომზადებაში მონაწილეობის მიღება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია გაყიდვების მიმართულებით 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** სასურველია გერმანული ან ჰოლანდიური ენის ცოდნა;
** მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების პროფესიულ დონეზე ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** საქმისადმი სიყვარული
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პრეზენტაციების ჩატარებისა და წარდგენის უნარი;
** დროისა და პრიორიტეტების ეფექტიანად მართვა;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: საბურთალო, თბილისი
** სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
** სახელფასო ბიუჯეტი პირველ ეტაპზე - 2800 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებმა გამოგზავნოთ ფოსტაზე: pirokorashvili@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|