დასახელება:
მძღოლი-ინსტალატორი
|
მომწოდებელი:
ივენთივ
|
გამოქვეყნდა: 14 მარტი
/ ბოლო ვადა: 14 აპრილი
|
კომპანია "ივენთივი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ინსტალატორის პოზიციაზე.
კომპანია "ივენთივი", https://eventive.ge/ არის ერთ-ერთი წამყვანი ივენთ კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მისი მიზანია მომხმარებლისთვის შექმნას დაუვიწყარი მომენტები და წარუშლელი მოგონებები.
კომპანია გთავაზობთ, როგორც ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას. ასევე თითოეული ღონისძიებისათვის აუცილებელი ინვენტარითა და ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფას.
სავარაუდო ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + ბონუსი განხორციელებული შეკვეთებიდან (სავარაუდოდ 500-1500 ლარი ყოველთვიურად)
სამუშაო გრაფიკი: კონკრეტული საათები განისაზღვრება პროექტების მიხედვით
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შესაძლებელია მივლინებები საქართველოს ფარგლებში
დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, კვება, საკომუნიკაციო ხარჯები
კომპანია "ივენთივი"-ში გვესაჭიროება გამოცდილი მძღოლი, რომელიც კომპანიის კუთვნილი ავტომობილით განახორციელებს სხვადასხვა ინვენტარის ტრანსპორტირებას და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ღონისძიების ჩატარების ადგილზე მის ინსტალაციას (როგორც პირადად, ასევე დამხმარე პერსონალის ჩართულობით). ძირითადი ინვენტარი, რომლის ტრანსპორტირება/განთავსება იქნება საჭირო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://shop.eventive.ge/. ინვენტარის ცენტრალური საწყობი მდებარეობს თბილისში, ანდრია ბენაშვილი ქუჩა N 26ა.
ავტომობილს, მისი დაზღვევის, შეკეთების და საწვავის ხარჯებს უზრუნველყოფს კომპანია.
ძირითადი მოვალეობები:
** მასზე განპიროვნებული ავტომობილის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა (გეგმური ტექნიკური შემოწმებები, გაუმართაობების აღმოფხვრის უზრუნველყოფა და ა.შ.);
** კომპანიის ინვენტარის ტრანსპორტში ჩატვირთვა/გადმოტვირთვის უზრუნველყოფა (როგორც პირადად, ასევე დამხმარე პერსონალით);
** კომპანიის ინვენტარის უსაფრთხო ტრანსპორტირება;
** ინვენტარის გაცემის/ მიღების უზრუნველყოფა, შესაბამისი ფორმის დოკუმენტში ასახვა;
** ტრანსპორტირებამდე (როგორც დამკვეთთან, ასევე საწყობში) ინვენტარის დაზიანება/გაუმართაობის შემოწმება;
** საჭიროების მიხედვით, ღონისძიების ჩატარების ადგილზე ინვენტარის გამართვა/აწყობის უზრუნველყოფა (როგორც პირადად, ასევე დამხმარე პერსონალით);
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა - B კატეგორია;
** ავტომობილის მართვის ხანგრძლივი გამოცდილება;
** ავტომობილის გრძელ დისტანციებზე უსაფრთხოდ მართვის უნარი;
** მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინვენტარის ჩატვირთვა/გადმოტვირთვის და მცირე მანძილებზე გადატანის ფიზიკური შესაძლებლობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancyeventive@gmail.com არაუგვიანეს 31 მარტისა.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|