Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=620626&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
"საქართველოს უძრავი ქონების სააგენტო" (GREA) - კომპანია რომელიც მართავს მსხვილი დეველოპერული პროექტების გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებას (მათ შორის: "ლისი ტოპოგრაფი", "არსენალი რეზიდენსი", "რუმიქს დეველოპმენტი" და სხვა.)

გუნდში ეძებს დეველოპერული პროექტების გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, რომლის ძირითადი მოვალეობებია:

** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება;
** გაყიდვების გუნდის მართვა, სწავლება, მხარდაჭერა და შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
** გაყიდვების გეგმის შედგენა და შესრულების უზრუნველყოფა;
** ბაზების დამუშავება და კომპანიის კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯმენტ (CRM) სისტემაში გაყიდვების მენეჯერების მუშაობის მონიტორინგი;
** კომპანიის მარკეტინგის გუნდთან ერთად სხვადასხვა ტიპის შეთავაზებებისა და აქციების მომზადება;
** გაყიდვების რეპორტინგის წარმოება;
** დეპარტამენტის სამუშაო სტანდარტების, წესებისა და ინსტრუქციების შექმნა და დანერგვა;
** ხელმძღვანელის მიერ საქმიანობასთან დაკისრებული სხვა მოვალეობის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** გუნდის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** გამართული ვერბალური კომუნიკაცია, მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯმენტ (CRM) სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი + დაზღვევა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@grea.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "GREA"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: info@grea.ge.

გისურვებთ წარმატებას!

კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე https://www.grea.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია