Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: სმარტ სოლუშენს
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
სამშენებლო კომპანია "სმარტ სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციულ დეპარტამენტში, ოფის მენეჯერის თანამდებობაზე.

კომპანიის საქმიანობის სფეროა, ინფრასტრუქტურული და სამოქალაქო მშენებლობები.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი.
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 სთ. ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, შაბათს 10:00-15:00სთ

მოვალეობები:

** საპროექტო დოკუმენტაციის წარმოება (ფარულ სამუშაოთა აქტების წარმოება, სამუშაოთა წარმოების ჟურნალისა და ტექნიკისა და მუშახელის აღრიცხვის ჟურნალების წარმოება და დროული მიწოდება პასუხისმგებელ პირთან;
** საწყობიდან გასაცემი მასალებისა და იარაღების გაცემის უზრუნველყოფა/მონიტორინგი;
** ყოველდღიური ჟურნალისა და ანგარიშების წარმოება;
** პროექტის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურობა - საკუთარი და გუნდის წარმატებაზე პასუხისმგებლობის აღქმა;
** დროის მენეჯმენტი;
** ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა - ხელმისაწვდომობა, ღია და მეგობრული კომუნიკაცია, შეხედულებების ღიად გამოთქმა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სამშენებლო ნახაზების კითხვა
** ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზების და დაგეგმვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** განვითარებაზე ორიენტირებული
** ლოიალური თანამშრომლების მიმართ

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2025 წლის 14 აპრილამდე გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: i.murjikneli@ss.com.ge.

გთხოვთ, წერილის შინაარსში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე