Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=620624&print=yes&view=jobs
 
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: სმარტ სოლუშენს
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
სამშენებლო კომპანია "სმარტ სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციულ დეპარტამენტში, ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.

კომპანიის საქმიანობის სფეროა, ინფრასტრუქტურული და სამოქალაქო მშენებლობები.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი.
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 სთ. ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით.

მოვალეობები:

** შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვა, შენახვა და ადრესატთან გაგზავნა/მიწოდება;
** კომპანიაში შემოსული და გასული ზარების, წერილებისა თუ გზავნილების კონტროლი - ორგანიზება, კოორდინაცია და დანიშნულებისამებრ გადამისამართება;
** ყოველდღიურ დოკუმენტაციასთან მუშაობა, შიდა ნორმატიული დოკუმენტაციის რეგისტრაცია, შენახვა და საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
** შეხვედრების ორგანიზება;
** ოფისში მოსული სტუმრების დახვედრა-გამასპინძლება;
** ოფისში შეხვედრების დაგეგმვა, ორგანიზება, სტუმრების მიღება;
** ორგანიზაციის შიდა ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** აქტიური კომუნიკაცია სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან;
** ოფისის სისუფთავისა და სხვადასხვა საკანცელარიო თუ სხვა ტიპის მასალებით უზრუნველყოფა - საკანცელარიო ნივთებისა და ჰიგიენის საშუალებების შესაკვეთად ტენდერების წარმართვა, შესაკვეთი ვადების განსაზღვრა და მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** HR სამსახურის დახმარება შემდეგი ტიპის აქტივობებში - შვებულებისა და მივლინების ბრძანებების მომზადება; თანამშრომლების კორპორატიული საბანკო ბარათებით უზრუნველყოფა; საწვავის ბარათების შეკვეთა; ფიტპასის ბაზის მართვა და სხვა;
** საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაზიარებული დამატებითი ამოცანების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (შესაძლოა მე-4 კურსის სტუდენტი)
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** აქტიური
** ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზების და დაგეგმვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** განვითარებაზე ორიენტირებული
** ლოიალური თანამშრომლების მიმართ

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2025 წლის 14 აპრილამდე გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: i.murjikneli@ss.com.ge.

გთხოვთ, წერილის შინაარსში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია