დასახელება:
ფინანსური კონტროლიორი
|
მომწოდებელი:
თბილისის თამბაქო
|
გამოქვეყნდა: 14 მარტი
/ ბოლო ვადა: 14 აპრილი
|
სს "თბილისის თამბაქო" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური კონტროლიორის პოზიციაზე.
ლოკაცია: სამგორის რაიონი, გიორგი ნადარეიშვილის ქ N7
სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00-მდე
ძირითადი მოვალეობები:
** ნედლეულის მოძრაობის რაოდენობრივი აღრიცხვა, ხარჯვისა და დანაკარგის ნორმების სისტემური მონიტორინგი.
** ნედლეულისა და ძირითადი საშუალებების პერიოდული აღწერების კეთება.
** ინვენტარიზაციების ჩატარება;
** დანადგარების სათადარიგო ნაწილების და სახარჯო მასალების ხარჯვის კონტროლი.
** დანადგარების სათადარიგო ნაწილების და სხვა სახარჯო მასალების საწყობის სისტემურად მართვა - საწყობში არსებული მარაგების პერიოდული ინვენტარიზაციის ორგანიზება და მონაწილეობის მიღება. ფაქტობრივად არსებული მარაგების რაოდენობის შედარება ბუღალტრულ პროგრამაში არსებულ მონაცემებთან.
** წარმოების მენეჯმენტისთვის საქონლის ნაშთებზე, მოძრაობასა და ხარჯვებზე სპეციფიური რეპორტების კეთება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია წარმოებაში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამები (Excel) - უმაღლესი დონე.
უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: info@tbilisitobacco.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|