Робота для біженців з України
ვენახის ფიტო-სანიტარული კონტროლის სპეციალისტი - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვენახის ფიტო-სანიტარული კონტროლის სპეციალისტი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.
კომპანიას პირად საკუთრებაშია 1600 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, სამეგრელოში, რაჭასა და ლეჩხუმში.

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას ვენახის ფიტო-სანიტარული კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: კახეთი, ვაჩნაძიანში
სამუშაო განაკვეთი: სრული; ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00 სთ-მდე
ანაზღაურება: 1200 ლარი
გამოსაცდელი ვადა 6 თვე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** აგროღონისძიებების ხარისხის და აგროფონის დონის განსაზღვრის კონტროლი ვენახებში (სხვლა, სასუქის შეტანა, ნიადაგის სხვადასხვა სახის დამუშავება, წამლობა, მწვანე ოპერაციები, კრეფა და ა.შ.
** ვაზის მავნებლების ფიქსირება და იდენტიფიცირება;
** ვაზის მავნებლების მავნეობის და შემდგომ პროგრესის განსაზღვრა;
** ვაზის ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების ფიქსირება/ იდენტიფიცირება;
** ფიტოსანიტარული და ასევე შესრულებული წამლობების შესახებ რაპორტის შედგენა-მომზადება (ინგლისურ ენაზე) ვორდის/ექსელის ფაილში;
** პათოგენური ვაზებისგან (მაგ. ესკა) ვენახის გათავისუფლების (ამოძირკვა, გატანა, განადგურება) კონტროლი;
** ლაბორატორიული ანალიზებისთვის საჭირო ყურძნის ნიმუშის აღება სხვადასხვა ნაკვეთების და ვაზის ჯიშების მიხედვით;
** მტევნის საშუალო წონის განსაზღვრა (მეურნეობის, ნაკვეთის და ჯიშების მიხედვით);
** წლის ბოლოს, ყველა ნაკვეთის დოკუმენტების შეგროვება და დაარქივება ერთ ფაილში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით; (მევენახეობის მიმართულებით);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** სწრაფად რეაგირების უნარი;
** ბაკალავრის დიპლომი აგრონომიის ან მევენახეობის მიმართულებით;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდურობა.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე: vacancy@winerykhareba.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ვენახის ფიტო-სანიტარული კონტროლის სპეციალისტი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე
TOP.GE