Робота для біженців з України
სამშენებლო პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე სამშენებლო პროექტების მართვის განყოფილებაში.

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბანკში შემოსულ საკრედიტო განაცხადში და ბანკის შიდა პროექტების არსებული სამშენებლო-საპროექტო დოკუმენტაციისა და ხარჯთაღრიცხვის ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში კორექტირება და შესაბამისი დასკვნის მომზადება;
** მშენებლობის მიზნობრიობით გაცემული სესხისა და ბანკის შიდა პროექტების ტრანშების მიზნობრიობის კონტროლში ჩართულობა;
** მშენებლობის მიზნობრიობით გაცემული სესხისა და ბანკის შიდა პროექტების მონიტორინგის პროცესში ჩართულობა;
** სამშენებლო მასალების ბაზარზე არსებული საბითუმო და საცალო ფასების შესწავლა/ანალიზი;
** საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფის ობიექტის შემადგენელი ნაწილების (შენობა-ნაგებობები) წინასწარი ექსპერტიზა მდგრადობაზე;
** საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა ბანკის სხვადასხვა სამუშაო პროექტში კომპეტენციის ფარგლებში;
** ხარჯთაღრიცხვის ლოკალურ რესურსული მეთოდით შედგენისა და ექსპერტიზის გამოცდილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამშენებლო-საპროექტო სფეროში ხარჯთაღრიცხვის შედგენისა და ექსპერტიზის მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება
** უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო ეკონომიკის განხრით
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე
** საბანკო საქმიანობის ასპექტების ცოდნა
** კომუნიკაბელურობა, აქტიურობა, ზრუნვა თვითგანვითარებაზე
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** ანალიტიკური, ლოგიკური, კრიტიკული აზროვნება
** ამოცანის გადაწყვეტისადმი სისტემური მიდგომა
** ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cartubank.ge 2025 წლის 14 აპრილის ჩათვლით.

მნიშვნელოვანი: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ (ებ)ის, განცხადებ (ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ (ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე