დასახელება:
უსაფრთხოების თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
Holiday Inn Express Tbilisi Avlabari
|
გამოქვეყნდა: 14 მარტი
/ ბოლო ვადა: 14 აპრილი
|
სასტუმრო "Holiday Inn Express Tbilisi Avlabari" ეძებს გუნდის ახალ წევრებს, კერძოდ ჩვენ ვეძებთ: უსაფრთხოების თანამშრომელს.
ფუნქციები და მოვალეობები:
** წესრიგის და უსაფრთხოების წესების გაკონტროლება სასტუმროში და მის გარე პერიმეტრზე;
** სასტუმროში არსებულ სიტუაციაზე სრული ინფორმაციის ფლობა;
** ნებისმიერ უსაფრთხოების წესის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება;
** თანამშრომლების მხრიდან სასტუმროს შიდა სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** განსაზღვრული პერიოდულობით ობიექტის შემოვლის განხორციელება;
** შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში, ხარვეზის დროულად გამოვლენა და აღმოფხვრა;
** IHG Hotels and Resorts საერთაშორისო სტანდარტებისა და სასტუმროს შინაგანაწესის მიხედვით მოქმედება.
საჭირო უნარები:
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ყურადღება დეტალებისადმი;
** პუნქტუალობა და ორგანიზებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** საერთაშორისო ბრენდთან მუშაობის გამოცდილებასა და შესაბამისად, სერტიფიცირებულ ტრეინინგებს;
** გლობალურ თანამშრომლის ფასდაკლებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასტუმროებში;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას თანამშრომლებისთვის გამოყოფილ სივრცეში;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს (ცვლების მიხედვით);
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე და subject გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება: fom@hiextbilisi.com
|
|
|
|