Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: Holiday Inn Express Tbilisi Avlabari
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
სასტუმრო "Holiday Inn Express Tbilisi Avlabari" ეძებს გუნდის ახალ წევრებს, კერძოდ მიმტანს.

ფუნქციები და მოვალეობები:

** სტუმრებისგან შეკვეთების მიღება და მათი დროულად მიწოდება;
** მომხმარებლებისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის გაზიარება;
** მენიუს კარგად ცოდნა და სტუმრებისთვის შეთავაზებული სხვადასხვა ელემენტების მომზადების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მაგიდების გაწყობა;
** სტუმრების მიცილება მათ მაგიდებთან;
** ჩეკების მომზადება, სადაც ასახულია საკვების საერთო ხარჯები და დამატებითი გადასახადები;
** სტუმრის კმაყოფილების შეფასება და შესაბამისად მოქმედება;
** ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის ოპერატიულად გაზიარება
** IHG Hotels and Resorts საერთაშორისო სტანდარტებისა და სასტუმროს შინაგანაწესის მიხედვით მოქმედება.

საჭირო უნარები:

** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** საერთაშორისო ბრენდთან მუშაობის გამოცდილებასა და შესაბამისად, სერტიფიცირებულ ტრეინინგებს;
** გლობალურ თანამშრომლის ფასდაკლებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის სასტუმროებში;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას თანამშრომლებისთვის გამოყოფილ სივრცეში;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს (ცვლების მიხედვით);
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე და subject გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება: fom@hiextbilisi.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე