დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
დეველოპერული კომპანია Homer
|
გამოქვეყნდა: 14 მარტი
/ ბოლო ვადა: 14 აპრილი
|
დეველოპერული კომპანია "Homer"-ი (ჰოუმერი) აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
კომპანიის შესახებ:
"Homer"-ი არის დეველოპერული კომპანია, რომელიც ქართული უძრავი ქონების ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ინდუსტრიის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მრავალწლიანი გამოცდილებით.
"Homer"-ი ქმნის მყუდრო, უსაფრთხო და ინოვაციურ საცხოვრებელ სივრცეებს, რომლის ყველა კომპონენტი შეუფერხებლად მუშაობს, სადაც ყველა დაპირება სრულდება და ყოველ სიტყვას აქვს ძალა.
ჩვენ შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: https://Homer.ge
სამუშაო პირობები:
** განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი: 10:00 -19:00 სთ)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ივ. ჯავახიშვილის მოედანი N1.
ძირითადი ფუნქციები:
** ოფისში მოსული სტუმრების დახვედრა და შესაბამის თანამშრომელთან გადამისამართება.
** სხვადასხვა ტიპის შეხვედრების დაგეგმვა და შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა.
** შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი, დროული და ზუსტი გადამისამართება.
** ელ. ფოსტაზე შემოსული წერილების მონიტორინგი, დროულად უკუკავშირი და ზუსტი გადამისამართება.
** სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების, მივლინების და საქმიანი ვიზიტების ორგანიზება
** კორესპონდენციის მიღება/აღრიცხვა/დამუშავება/გადამისამართება ან კომპეტენციის ფარგლებში პასუხის გაცემა.
** დოკუმენტების რეესტრის წარმოება, ასლების შექმნა/სკანირება და ელექტრონულად შენახვა / დაარქივება.
** ადმინისტრაციული დოკუმენტების მომზადება/შენახვა.
** ოფისისთვის საჭირო ინვენტარის მარაგების მონიტორინგი/შეძენა და გადანაწილება.
** შენობაში არსებული სასაწყობე სივრცის მართვა.
** ოფისში სარემონტო, განათებისა თუ კომუნიკაციებთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემების შესახებ (წყალი, გათბობა, ელექტროენერგია) შესაბამისი სამსახურის ინფორმირება.
** ოფისის კომუნალური გადასახადების კონტროლი
** სამუშაო გარემოს წესრიგზე/სისუფთავეზე ზრუნვა.
** დიასახლისის, დამლაგებლის მიერ შესრულებული სამუშაოს პროცესის მონიტორინგი და კოორდინირება.
** აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ზემოაღნიშნული ფუნქცია-მოვალეობებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა
** უმაღლესი განათლება
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** პროცესებისა და დროის მართვის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
ანაზღაურება და ბენეფიტები
** კონკურენტული ანაზღაურება
** ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევა
** თანამედროვე და კეთილმოწყობილი ოფისი
** პროფესიული და მეგობრული სამუშაო გარემო
** კომფორტულად მუშაობის ყველა პირობა
** კორპორატიული და სხვადასხვა ღონისძიებები
გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი CV/რეზიუმე ელ.ფოსტით: vacancy@homer.ge.
სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ოფისის მენეჯერი".
(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან).
"Homer"-ი გისურვებთ წარმატებებს და მოუთმენლად გელით ჩვენ გუნდში!
შპს ჰოუმერ გრუპის (ს/ნ: 402323115; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, მოედანი ივ. ჯავახიშვილი, N1) მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ასევე აცხადებთ თანხმობას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კომპანიამ თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს "ჰოუმერ გრუპი" შესაბამის ვადებში სრულად გაანადგურებს თქვენს რეზიუმეს და კომპანიაში არსებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
|
|
|
|