Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=620553&print=yes&view=jobs
 
მიღება-განთავსების ადმინისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიღება-განთავსების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Casino International at Hilton Hotel
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
"Grand Bellagio Batumi Convention & Casino Hotel" აცხადებს მიღებას სასტუმროს მიღება-განთავსების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: 12 საათიანი (2x2-ზე)
მდებარეობა: ბათუმი, ლეხ და მარია კაჩინსკების #3

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** Check in/Check out პროცედურების სტანდარტის დაცვით შესრულება;
** სასტუმროს ოთახის კატეგორიების, ფასების, აქციების, პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი ცოდნა და გაზიარება ყოველდღიური მოვალეობის შესრულებისას;
** სასტუმროსა და სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული ყველა სერვისის შესახებ ინფორმაციის გაზიარება სტუმრებისთვის;
** ყველა აუცილებელი ინფორმაციის დროული მიღება და ჩანიშვნა სასტუმროს სტუმრებისგან;
** სასტუმროს პროგრამაში ეფექტური მუშაობა;
** სასტუმროს პოლიტიკის შესაბამისად ანგარიშსწორების წარმოება და სწორი პროგრამული ასახვა;
** კოორდინაციაში მყოფ სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო და აქტიური კომუნიკაცია;
** სტუმრისგან საჩივრის მიღების შემთხვევაში მისი გადაჭრის გზების მოძიება და უმოკლეს ვადაში პრობლემის მოგვარების სტატუსის შემოწმება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, თვისებები & უნარები:

** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა (დამატებით უცხო ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
** სასტუმროს პროგრამების Opera ან Fina ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტულ ანაზღაურებას; კარიერულ განვითარებას; თანამშრომელზე ორიენტირებულ გარემოს; საუკეთესო ბენეფიტ პაკეტს;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: career@wondersoftheworld.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია