დასახელება:
კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ბიესი
|
გამოქვეყნდა: 14 მარტი
/ ბოლო ვადა: 14 აპრილი
|
შპს "ბიესი" ლიდერი კომპანია საქართველოში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების მიწოდების სფეროში აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ბათუმი, ბაგრატიონის N63
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი (კვირაში 40სთ)
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის კვალიფიციური ცოდნა;
** მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება და შეთავაზების გაკეთება;
** კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა;
ძირითადი მოთხოვნები:
** სამშენებლო მასალებში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა MS Word, Excel;
** სასურველია ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე;
პიროვნული მახასიათებლები:
** გუნდში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** პუნქტუალური;
ჩვენთან გელოდებათ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ტრენინგები და პროდუქციის შესწავლა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: HR@bs.ge და "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "კონსულტანტი".
|
|
|
|