დასახელება:
ტენდერი კლინიკის ფასადის მოპირკეთების სამუშაოებზე
|
მომწოდებელი:
ავერსის კლინიკა
|
გამოქვეყნდა: 14 მარტი
/ ბოლო ვადა: 02 აპრილი
|
თანდართული ფაილი:
620541_Attachment_4844825.zip
|
"ავერსის კლინიკა" აცხადებს ტენდერს კლინიკის ფასადის მოპირკეთების სამუშაოებზე.
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს ტენდერს ქალაქ გორში, ქ. გორი, გზატკეცილი, ცხინვალის მე-2 კილომეტრი (ს/კ 66.45.07.495) მშენებარე კლინიკის ფასადის მოპირკეთების სამუშაოების შესრულების მიზნით. სამუშაოების დაწყების საორიენტაციო ვადაა - 2025 წლის 01 მაისი;
დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს/ატვირთოს შემდეგი ინფორმაცია:
ხარჯთაღრიცხვა, რომლებშიც უნდა იშიფრებოდეს ხელფასისა და მასალის ღირებულება (დარიცხვების გარეშე ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა არის პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი, ხარჯთაღრიცხვა ატვირთული უნდა იყოს თანდართული ფორმის შესაბამისად); სამუშაოების ღირებულების გადახდის პირობა; საგარანტიო პირობები, საგარანტიო ვადები; სამუშაოების შესრულების ვადა, სამუშაოების შესრულების გრაფიკი.
ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge-ს საშუალებით 2025 წლის 02 აპრილს 15:00 სთ-მდე უნდა ატვირთონ შემდეგი საბუთები:
** შევსებული ხარჯთაღრიცხვა/მოცულობა.
** ხელმოწერილი აფიდავიტი;
** პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი, ელ. ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონი,
პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, საბანკო რეკვიზიტები;
** განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
** ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოს სია და მათგან არანაკლებ ორი დამკვეთი პირის რეკომენდაცია;
** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 სამუშაო დღე); - სამუშაოების შესრულების პროცესში გამოსაყენებელ ძირითადი მასალების ხარისხის სერტიფიკატები
პრეტედენტს, დამკვეთის მოთხოვნით შესაძლებელია დამატებით მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის;
** ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება; - საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი";
** ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ.
** საბანკო რეკვიზიტები (ბანკის მიერ გაცემული ბეჭდიანი ცნობის სახით);
წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირ (ებ)ის მიერ.
თუ სამუშაოთა შესრულება იგეგმება ქვეკონტრაქტორ (ებ)ის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ (ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით.
** სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი:
** ხარისხი;
** ღირებულება;
** სამუშაოების შესრულების ვადა;
** ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება;
** ანგარიშსწორების პირობა;
სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.
წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტენდენტ (ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში.
ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტენდენტ (ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტენდენტ (ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.
ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე დათვალიერება, ინფორმაციის დაზუსტება შესაძლებელია შემდეგ საკონტაქტო პირებთან:
1. ნინო ვაშაკიძე პროექტის მენეჯერი
ტელ: 579070728 ელ. ფოსტა: nino.vashakidze@aversi.ge
2. ანი მამუჩიშვილი
"ავერსის კლინიკა"-ს შესყიდვების სამსახურის უფროსი ტელ: 5 77 21 77 99
ელ.ფოსტა: ani.mamuchishvili@aversi.ge
|
|
|
|