Робота для біженців з України
უმცროსი დაზღვევის მხარდაჭერის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი დაზღვევის მხარდაჭერის კოორდინატორი
მომწოდებელი: ბი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 31 მარტი
კომპანია "ბი ჯგუფი" 2017 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს ბაზარზე არსებულ ყველა სადაზღვევო კომპანიასთან. საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სადაზღვევო ზარალების შეფასება (უძრავი ქონების, სასაქონლო მატერიალური მარაგების, ტვირთების, სამედიცინო დანადგარების, სპეც ტექნიკის, სპეც დანადგარების და ა.შ)

"ბი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას Junior Insurance Support Coordinator-ის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლვოვის 95
სამუშაო საათები: სტანდარტული, 10:00-19:00 სთ
ანაზღაურება: 800 ლარი (Net)

სასურველი უნარები და გამოცდილება:

** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების, დროის მართვის უნარი;
** ინფორმაციის სწრაფად მოძიების, ანალიზისა და ლოგიკურად დაკავშირების უნარი;
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** პროფესიული თვითგანვითარებისკენ სწრაფვის უნარი;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მისაღებია კანდიდატი იყოს სტუდენტი;
** უცხო ენების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესად);

სამუშაო აღწერილობა:

** სადაზღვევო კომპანიების საკომუნიკაციო ჩატების მართვა და შესაბამისი უკუკავშირი;
** სადაზღვევო ზარალების მენეჯერებთან კომუნიკაცია და მათი კოორდინირება;
** სადაზღვევო ზარალების მენეჯერებისთვის სადაზღვევო შემთხვევების გადანაწილება;
** პროგრამული რეპორტის ყოველდღიური კონტროლი, ინფორმაციების განახლება, მენეჯმენტთან კომუნიკაცია მიმდინარე სადაზღვევო ქეისებთან დაკავშირებით;
** სადაზღვევო კომპანიებისთვის და სხვა დამკვეთებისთვის მომსახურების ინვოისების გადაგზავნა;
** საოფისე პროგრამებში სხვადასხვა მონაცემების დამუშავება;
** სხვა დამატებითი სამუშაოების შესრულება (მაგალითად: შეხვედრის ორგანიზება, სტუმრის დახვედრა)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით მისამართზე: info@begroup.ge, სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება Junior Insurance Support Coordinator
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე