Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: Digital TV
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
"Digital TV" აცხადებს გრაფიკული დიზაინერის ვაკანსიას. "Digital TV" არის ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი, რომელიც რეიტინგულ სატელევიზიო არხებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარისხით ავრცელებს.

მოვალეობები:

** მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიების მომზადებაში ჩართვა და ვიზუალური მასალების შემუშავება
** რეკლამისა და პრომო აქციისთვის მასალების, მათ შორის, საბეჭდი მასალების მომზადება
** ციფრული და სოციალური მედიის არხების ყოველდღიური კონტენტის შემუშავება, ახალი პროდუქტების შეფუთვების კონცეფციაზე მუშაობა და შექმნა
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება
** Adobe Photoshop-ის პროფესიულ დონეზე ცოდნა
** Adobe Illustrator-ის პროფესიულ დონეზე ცოდნა
** Adobe After Effect-ის ცოდნა
** სასურველია 3D გრაფიკული პროგრამების ცოდნა

სამუშაო ადგილი: თბილისი, მერაბ ალექსიძის ქ. N1.
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, 2025 წლის 14 აპრილის ჩათვლით, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) და პორტფოლიო E-mail-ზე შემდეგ მისამართზე: hr@digitaltv.ge. დანიშნულების ველში აუცილებელია მითითებული იქნეს პოზიციის დასახელება.

განიხილება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად გამოგზავნილი რეზიუმე (CV). შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე