Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Sportsmed & Biology
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
კომპანია "Sportsmed" წარმოადგენს, პირველად საქართველოში ორთოპედ-ტრავმატოლოგიისა და რეაბილიტაციის ერთობლივ კომპლექსს. უმაღლესი კვალიფიკაციის წამყვანი სპეციალისტები: ორთოპედ-ტრავმატოლოგები, ვერტებროლოგები და რეაბილიტოლოგები, რომელთა მუშაობა გუნდურ პრინციპებზეა აგებული.

კომპანია "Sportsmed" იწვევს დასაქმების მსურველებს ადმინისტრატორის პოზიციაზე სამუშაოდ!

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის პლატო 2მრ. ბესარიონ ჟღენტის ჩიხი 1
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 - საათიდან 18:00 - საათამდე, შაბათი 09:30-13:00 საათამდე (თვეში 2 შაბათი დასვენება)
ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე), ჯანმრთელობის დაზღვევა, მზარდი ანაზღაურება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტების დაკვალიანება პირველადი ინფორმაციის მიწოდებით;
** პაციენტის ინფორმირება კლინიკაში არსებული სერვისების შესახებ
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება
** პაციენტების რეგისტრაცია; სალარო ოპერაციების წარმოება
** პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება.
** საჭიროებიდან გამომდინარე უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

საჭირო უნარები:

** ყურადღებიანი და მობილიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;

FB: https://www.facebook.com/sportsmedlab

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 14 აპრილამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@sportsmed.ge. გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ადმინისტრატორი".

კომპანია "Sportsmed" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე