Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=620487&print=yes&view=jobs
 
უკონტაქტო ნარჩენების გატანის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უკონტაქტო ნარჩენების გატანის თანამშრომელი
მომწოდებელი: Pickup
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის კომპანია "Pickup.ge"-ი აცხადებს ვაკანსიას უკონტაქტო ნარჩენების გატანის თანამშრომლის (კურიერი) პოზიციაზე. სამუშაო დრო მაქსიმუმ 2 საათი დღეში

Pickup.ge საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სტარტაპია. ჩვენი მიზანია, აპლიკაციის გამოყენებით, მომხმარებელს გავუმარტივოთ ყოველდღიურობა. შევამციროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გაფანტვის რისკები და გარემოს დაბინძურება.

იდეალური სამუშაო სტუდენტებისთვის - შეგეძლება სწავლასთან კომბინირება. ასევე კარგი ვარიანტია დამატებითი შემოსავლისთვის ნებისმიერი მსურველისთვის.
გამოცდილება არ არის აუცილებელი! არ გჭირდება მართვის მოწმობა! არ გჭირდება სკუტერი და ავტომანქანა!

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 14 აპრილი, 2025 წელი

მდებარეობა: თბილისი, საქართველო
ასაკი: 18-50 წელი

რა გჭირდება?

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სმარტ ტელეფონი და სამუშაო საათებში ინტერნეტი;
** სმარტფონის და სხვადასხვა აპლიკაციების მოხმარების მინიმალური უნარ-ჩვევები.
** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
** ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა.
** სამუშაოს აღწერა: ბინის კარიდან ნარჩენების გამოტანა გორგოლაჭიანი პლასტმასის ურნის მეშვეობით და ბუნკერში მოთავსება.
** სამუშაო ადგილი: საცხოვრებელი კორპუსები (კონკრეტულად შერჩეული საცხოვრებელი კომპლექსი/კორპუსი.

გრაფიკი: დილა 9:00-11:00. შესაძლებელია სამუშაოს 8:30-ზე დაწყებაც.
ხელფასი: 300 - 450 ლარი (ხელზე ასაღები).
სპეციალური ეკიპირებით კურიერს უზრუნველყოფს კომპანია.

თუ გაინტერესებს, დაგვიკავშირდი: hrpickup10@gmail.com

ასევე გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ დასახელება: უკონტაქტო ნარჩენების გატანა-კურიერი. ასევე, მეილში მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო მეილი, ტელეფონი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია