Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=620456&print=yes&view=jobs
 
დარბაზის ადმინისტრატორი - ზუგდიდი, სოფ. ჭითაწყარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დარბაზის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
კომპანია "ზღაპარი" შეიქმნა 2006 წელს, დღეს ჩვენი ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს 45 მარკეტს. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.

ზღაპრისთვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე ზუგდიდი, სოფ. ჭითაწყარის ფილიალში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 08:00-15:30/16:30-24:00
** დასვენების დღეები: კვირაში 1 დღე
** ანაზღაურება: 850 ₾ + ბონუსი

მოვალეობები:

** დარბაზში პროდუქციის განლაგების/შევსების კონტროლი;
** საჭიროებისამებრ თანამშრომელთა მიერ შესრულებული საქმიანობის კონტროლი;
** სამუშაოს დაწყება დასრულებისას სავაჭრო სივრცის გაღება/დაკეტვა;
** სავაჭრო დარბაზში წესრიგის უზრუნველყოფა. (პროდუქციის დროული განთავსება სავაჭრო დახლზე, უსარგებლო ნარჩენების (მუყაოს ყუთი, პოლიეთილენის პარკები) ეტლებისა და კალათების სავაჭრო დარბაზიდან გატანის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სავალდებულოა მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება;
** დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cv1@zgapari.ge ან შეგვივსეთ აპლიკაცია https://zgapari.ge/career/ (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ადგილმდებარეობა.)

დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 577 207 117 (სამუშაო საათებში 09:00-18:00)

გაცნობებთ, რომ შპს "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია