დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ნამი 8
|
გამოქვეყნდა: 14 მარტი
/ ბოლო ვადა: 14 აპრილი
|
ინფორმაცია ჰოლდინგის შესახებ: კომპანია "TSUR GROUP", არის ქარულ-ებრაული კომპანია, რომელიც 2020 წლიდან აქტიურად საქმიანობს ქართულ ბაზარზე. ჰოლდინგი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის მოწინავე კომპანიებებს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://www.tsur-group.com/
"ნამი 8" ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და ორიენტირებულია წყლის მოხმარების ქცევის ცვლილებაზე. კომპანია "ნამი 8", უზრუნველყოფს თქვენთვის სუფთა და გაფილტრული მაღალი ხარისხის სასმელი წყლის უწყვეტ მოწოდებას, როგორც თქვენი ოფისებისთვის ასევე სახლებისთვის. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: https://nami8.ge/
კომპანია "ნამი 8"-ში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
პირობები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** სწავლება-განვითარების დაფინანსება/მხარდაჭერა
** სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 სამუშაო დღე. ცვლები: 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე; 16:00 სთ-დან 22:00 სთ-მდე;
** კონკურენტული ანაზღაურება და ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება:
** გაყიდვების ეფექტურად განხორციელება;
** პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა;
** გაყიდვებთან და სალაროსთან დაკავშირებული ყველა სხვა საქმანობის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრის ხარისხი
** 3 + წლიანი სამუშაო გამოცდილება საცალო გაყიდვებში;
უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
** მოლაპარაკების მართვის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@nami8.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვების მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებას!
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|