დასახელება:
მენეჯერი
|
მომწოდებელი:
რესტორანი BK
|
გამოქვეყნდა: 14 მარტი
/ ბოლო ვადა: 14 აპრილი
|
შპს "ბ-ი კ-ეი პროექტი" ეძებს მენეჯერს ქ. ბათუმში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, ნებისმიერ სფეროში;
** აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება;
** აუცილებელია მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
** MS Office პროგრამებში მუშაობის პრაქტიკა.
** აუცილებელია მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა (ინგლისური, რუსული, თურქული).
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სხარტი აზროვნება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ობიექტზე ყოველდღიური სამუშაო პროცესის კოორდინირება;
** ობიექტზე დასაქმებული პერსონალის მართვა;
** ობიექტზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო განრიგის მართვა;
** პირდაპირ და არაპირდაპირ დაქვემდებარებული პერსონალის მიერ შესრულებული სამუშაოს ყოველდღიური მონიტორინგი, შედეგების შესახებ ფილიალის მენეჯერის ინფორმირება, საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა.
** პირდაპირი კომუნიკაცია სტუმრებთან, მიღებული შეფასებების განხილვა პერსონალთან და რეკომენდაციების მომზადება;
** მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** ჯავშნების მართვა;
** კომპანიაში დადგენილი შრომის შინაგანაწესის, შრომის უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის კონტროლის სტანდარტების დაცვა;
** ობიექტის სრულ პერიმეტრზე არსებული ინფრასტრუქტურის, მოწყობილობებისა და დანადგარების გამართულად მუშაობის მონიტორინგი;
** კომპეტენციის ფარგლებში, დირექტორისაგან მიღებული სხვა მითითებების შესრულება.
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ შპს "ბ-ი კ-ეი პროექტის" პროფესიონალთა გუნდს, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელ. ფოსტის მისამართზე Bkgeopro@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|