Робота для біженців з України
ტრენერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრენერი
მომწოდებელი: დეპი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 31 მარტი
დეპი (DEP) (https://www.facebook.com/dep4youth/) არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების გაძლიერებას ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისა და ინკლუზიური გარემოს ხელშეწყობისთვის.

დეპი (DEP) აცხადებს ვაკანსიას ტრენერის პოზიციაზე პროექტისთვის: "ეთნიკურად არადომინანტური ჯგუფების მხარდაჭერა ახალგაზრდების გაძლიერების გზით", რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მრავალეთნიკური თანაცხოვრების გაძლიერებას.

პროექტის ფარგლებში დეპი (DEP) ახორციელებს საზაფხულო ბანაკს ეთნიკურად სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი მოსწავლეებისთვის.

ტრენერი ორგანიზაციასთან თანამშრომლობით შექმნის 4-დღიან (თითო სატრენინგო დღე გაგრძელდება 4 საათის განმავლობაში, შესვენების ჩათვლით) სატრენინგო პროგრამის დღის წესრიგს, მოდულებს და ჩაატარებს ტრენინგს.

საზაფხულო ბანაკის ტრენინგი უნდა მოიცავდეს შემდეგ თემებს:

** მოდული 1: სოციალური პასუხისმგებლობა, აქტივიზმი და ჩართულობა/ინკლუზია;
** მოდული 2: კულტურული მრავალფეროვნება;
** მოდული 3: მედიაწიგნიერება;
** მოდული 4: ლიდერობა და თანასწორთა განათლება;

ტრენერის ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის გუნდთან და სხვა ტრენერებთან თანამშრომლობა ტრენინგის მოდულებზე მუშაობის პროცესში;
** მოცემული თემების გათვალისწინებით, სატრენინგო პრეზენტაციის მომზადება;
** ტრენინგის ჩატარება 4 დღის განმავლობაში, 17 მოსწავლისთვის.

ტრენერის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სოციალური, განათლების, მეცნიერების, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით;
** მსგავსი თემატიკის ტრენინგის მოდულის შემუშავების და ჩატარების მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** ცოდნის გადაცემისა და აუდიტორიის მართვის უნარი;
** ჯგუფის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** მზაობა, რომ ჩაერთოს თავისუფალი დროის აქტივობების მომზადებასა და მიმდინარეობაში;
** გუნდური მუშაობის უნარი.
** ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

სამუშაო პირობები:

** ტრენინგები ჩატარდება პირისპირ, ქალაქგარეთ, 4 დღის და დღეში 4 საათის განმავლობაში;
** ტრენინგები ჩატარდება 2025 წლის ივნისის მეორე ნახევარში.

კანდიდატებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის საჭირო კრიტერიუმებს და აქვთ სურვილი რომ იმუშაონ DEP-თან ერთად, უნდა გამოაგზავნონ CV და სასურველი ანაზღაურება მეილებზე: rusudan@dep.ge; youth@dep.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ტრენერი საზაფხულო ბანაკისთვის, ხოლო მეილის ტექსტში მიუთითოთ სასურველი ანაზღაურება.

ორგანიზაცია გასაუბრებაში მონაწილეობის მისაღებად დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 31 მარტი.

გასაუბრებები გაიმართება აპლიკაციების მიღების პარალელურ რეჟიმში და ვაკანსია ღია იქნება მანამ, სანამ სასურველი კანდიდატი არ შეირჩევა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე