Робота для біженців з України
რეგიონული კოორდინატორი - ქვემო ქართლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგიონული კოორდინატორი
მომწოდებელი: დეპი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 31 მარტი
დეპი (DEP) (https://www.facebook.com/dep4youth/) არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების გაძლიერებას ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისა და ინკლუზიური გარემოს ხელშეწყობისთვის.

დეპი (DEP) აცხადებს ვაკანსიას ქვემო ქართლში რეგიონული კოორდინატორის პოზიციაზე საზაფხულო ბანაკისთვის, პროექტის "ეთნიკურად არადომინანტური ჯგუფების მხარდაჭერა ახალგაზრდების გაძლიერების გზით" ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში მრავალეთნიკური თანაცხოვრების გაძლიერებას.

პროექტის ფარგლებში DEP-ი ახორციელებს საზაფხულო ბანაკს ეთნიკურად სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი მოსწავლეებისთვის.

რეგიონული კოორდინატორის ძირითადი მოვალეობები:

** კომუნიკაცია სამიზნე ჯგუფთან და დაინტერესებულ მხარეებთან (სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მშობლები, მოსწავლეები და სხვა);
** საინფორმაციო შეხვედრების დაორგანიზება დაინტერესებულ მხარეებთან;
** საზაფხულო ბანაკის მონაწილეთა ტრანსპორტირების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** საზაფხულო ბანაკის აქტივობების ორგანიზებაში ჩართულობა;
** პროექტის მენეჯმენტის გუნდის დაუყოვნებლივ ინფორმირება ნებისმიერი საკითხის შესახებ, რომელიც აფერხებს მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულებას;

რეგიონული კოორდინატორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
** აზერბაიჯანული ენის ცოდნა;
** საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დამატებითი ინფორმაცია:

სამუშაო საათები: კვირაში 10 საათი;
ანაზღაურება: 200 ევროს ეკვივალენტი ლარში გადასახადების ჩათვლით;
საზაფხულო ბანაკი გაიმართება 2025 წლის ივნისის ბოლოს.

კანდიდატებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის საჭირო კრიტერიუმებს და აქვთ სურვილი რომ ითანამშრომლონ DEP-თან, უნდა გამოაგზავნონ CV მეილებზე: rusudan@dep.ge; youth@dep.ge და სათაურის ველში უნდა მიუთითონ: რეგიონული კოორდინატორი ქვემო ქართლში.

ორგანიზაცია გასაუბრებაში მონაწილეობის მისაღებად დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 2025 წლის 31 მარტი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე