დასახელება:
დაცვის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
რუსთავოილი
|
გამოქვეყნდა: 14 მარტი
/ ბოლო ვადა: 14 აპრილი
|
სს "რუსთავოილი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო აღწერილობა:
** ცვლაში მყოფ თანამშრომლებთან ერთად ტერიტორიის დათვალიერება, საკეტების შემოწმება, სამეთვალყურეო კამერების, განათების, ხელის რადიოსადგურების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** მორიგეობის ჩაბარება, სათანადო ჩანაწერის მიღება-ჩაბარების ჟურნალში აღრიცხვა
** ნაკლოვანებათა აღმოჩენის შემთხვევაში ჩანაწერის გაკეთება, ამის შესახებ მორიგეობის მიღება-ჩაბარების ჟურნალში აღრიცხვა
** დასაცავი ობიექტის ტერიტორიის მონიტორინგი, ელექტროდამცავი და სამეთვალყურეო კამერების მუშაობის მონიტორინგი
** ობიექტის ქონების დაზიანებისგან, ძარცვისგან და ხანძრისგან დაცვა, პერიოდულად, არაუგვიანეს 2 საათში ერთხელ, ტერიტორიის დათვალიერება.
** სამუშაო საათების დამთავრებისას მოახდინოს ობიექტის ტერიტორიის დათვალიერება ელექტროგანათების სრული გამორთვით
** ფანჯრების, კარების, ან საკეტების დაზიანების ან ობიექტის ტერიტორიაზე უცხო პირის შეღწევისას, დაუყოვნებლივ შეატყობინოს დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ობიექტის ადმინისტრაციას და პოლიციას, დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სხვა თანამშრომლებთან ერთად მიიღოს ზომები დასაცავ ობიექტზე შეღწეული პირის დასაკავებლად
** ხანძრის ან სხვა სტიქიური მოვლენების შემთხვევაში (ობიექტის ტერიტორიაზე) დაუყოვნებლივ შეატყობინოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ობიექტის ადმინისტრაციას, სახანძრო სამსახურს, პოლიციას
** უსაფრთხოების მიზნით ობიექტის გარე და შიდა განათების მუშაობისას ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დროულად მიიღოს ზომები მის აღმოსაფხვრელად
** მკაცრად დაიცვას და სხვასაც მოსთხოვოს დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების წესები, რომლებიც გამორიცხავენ ხანძრისა და აალების შემთხვევებს
** პროდუქციის გატანამდე დაცვის თანამშრომელი ვალდებულია აწონოს პროდუქცია და აღნიშნოს/აღრიცხოს შესაბამისად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
სამუშაო პირობები:
** ცვლადი 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი, 4 დღეში ერთხელ, გათვალისწინებული 4 საათიანი შესვენების პერიოდით
** ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება, ბონუსის გამომუშავების საშუალება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
დასაქმების ადგილი: ქ. რუსთავი, რუსთავის სამრეწველო ზონა, მშვიდობის ქუჩის მიმდებარედ
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@rustavoil.com
|
|
|
|