Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=620402&print=yes&view=jobs
 
სტაჟიორი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟიორი
მომწოდებელი: სტუდია ეიდისი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 15 აპრილი
ა (ა)იპ "სტუდია ეიდისი" წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია 2000 წელს. ორგანიზაციის მისიაა სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

ა (ა)იპ " სტუდია ეიდისი" ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამის" ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე რუსთავის მუნიციპალიტეტში.

სტაჟიორები მიიღებიან ფსიქოლოგიის, ოკუპაციური თერაპიის, ფიზიკური თერაპიის, მეტყველების თერაპიის, ადრეული პედაგოგების, ასევე მედიცინის სფეროში უმაღლესი განათლების მქონე პირები, ან აღნიშნულ სპეციალობების მიმართულებით IV კურსის სტუდენტები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
** სასურველია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან რაიმე ტიპის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პირველი მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** სწავლისა და პროფესიული განვითარების უნარი;
** კარგი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის სურვილი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობ;
** მოტივირებული;
** წერითი და ანალიტიკური უნარები;
** სამუშაოს დაგეგმვის და დროის სწორად განაწილების უნარი;

პირობები:

სტაჟირების პერიოდში ორგანიზაცია უზრუნველყოფს შერჩეული კადრის გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას და შემდგომი დასაქმების მიზნით.

სერვის კრიტერიუმები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
** სამუშაო გამოცდილება;
** მოტივაცია;
** პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა.

განცხადების წარმოდგენის პროცედურები:

შერჩევა იწარმოება 2 ეტაპად:

** ელ. ფოსტაზე მიღებული მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა;
** გასაუბრება;

განმცხადებელმა ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები :

** რეზიუმე CV;
** სამოტივაციო წერილი.

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა 15 აპრილი, 2025.

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: "Subject" ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული "სტაჟიორი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ელექტრონული მისამართია: studioadc.georgia@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია