დასახელება:
სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ირაო - ვენის სადაზღვევო ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 14 მარტი
/ ბოლო ვადა: 14 აპრილი
|
"დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციის - ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG) წევრი. დღეისათვის ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს თბილისსა და რეგიონულ ოფისებში.
ირაო მუდმივად ზრუნავს თანამშრომლებისთვის შექმნას პოზიტიური სამუშაო გარემო და კულტურა, სადაც თითოეული მათგანი დაფასებულია და აქვს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ამას ადასტურებს საერთაშორისო The Great Place to Work® სერტიფიკატი, რომლის მოპოვებითაც ოფიციალურად მოგვენიჭა "საუკეთესო სამუშაო ადგილის" სტატუსი.
სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30 - 18:30
ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სადაზღვევო შემთხვევის ადგილზე გასვლა, დაზიანებული ქონების დასურათება და მომხმარებელთან პირველადი კომუნიკაცია;
** სადაზღვევო შემთხვევის პროცესის მართვა - დაფიქსირებიდან მოსარგებლის მიერ დარეგულირების აქტის დადასტურებამდე;
** სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოძიება და მომზადება;
** სადაზღვევო შემთხვევაში ჩართულ ყველა მხარესთან ეფექტური კომუნიკაცია;
** საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა;
** ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის განსაზღვრა.
ვაკანსიის მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Ms Office);
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@irao.ge; სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
ირაო გისურვებთ წარმატებას!
სს "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|