Робота для біженців з України
ჩინურენოვან პაციენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთ. მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჩინურენოვან პაციენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთ. მენეჯერი
მომწოდებელი: რეპროარტი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
"ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი" 2012 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს რეპროდუქციული მიმართულებით. კლინიკის მომსახურება ყველა იმ ასპექტს აერთიანებს, რომელსაც ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობა უკავშირდება.

შპს"ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი" აცხადებს ვაკანსიას ჩინურენოვან პაციენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სულხან ცინცაძის ქუჩა #23
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 9:30-18:00სთ

პოზიციის აღწერა:

ჩინურენოვან პაციენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი პასუხისმგებელია კლინიკაში ჩინურენოვანი პაციენტების მიღების, მომსახურებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე. მისი მთავარი ამოცანაა, პაციენტებს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია, შეუწყოს ხელი მკურნალობის პროცესის ეფექტურ ორგანიზებას და უზრუნველყოს კომფორტული გარემო კლინიკის მომსახურების ფარგლებში.

ძირითადი მოვალეობები:

** ჩინურ ენაზე კომუნიკაცია პაციენტებთან (WeChat, ელ. ფოსტა, სატელეფონო ზარები);
** ექიმის ვიზიტებზე დასწრება, თარგმნა და მკურნალობის პროცესის სრული ახსნა;
** მომსახურების პაკეტების შეთავაზება, ფინანსური პირობების დეტალური გაცნობა;
** მკურნალობის პროცესის ადმინისტრირება და დოკუმენტაციის მართვა;
** ახალი პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკებების წარმართვა;
** არსებული პარტნიორების მართვა, მათთან თანამშრომლობის განვითარება;
** საერთაშორისო გამოფენებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა;
** პოტენციური პარტნიორებისა და პაციენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება;
** საჭიროების შემთხვევაში მივლინებებში გამგზავრება;
** მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა;
** მკურნალობის პაკეტების გადახდების კონტროლი;
** პერიოდული რეპორტინგი.

მოთხოვნები:

** ჩინური და ინგლისური ენების ცოდნა (მინიმუმ B2 დონე ინგლისურში, C1 ჩინურში).
** სასურველია საერთაშორისო გაყიდვებსა და პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საკომუნიკაციო და მოლაპარაკებების ძლიერი უნარები.
** ორგანიზაციული და დროის მართვის ეფექტური უნარები.
** გუნდური მუშაობისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარება და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV გადმოგვიგზავნოთ ელ. ფოსტით, შემდეგ მისამართზე: career@reproart.ge, განცხადების მიღების ბოლო ვადა: 14 აპრილი 2025 წელი, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ რეზიუმეს წარდგენა გულისხმობს, პერსონალური მონაცემების შპს "ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტისთვის" გადაცემას და თანხმობის განცხადებას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის თაობაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე