დასახელება:
VIP ქოლცენტრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ლიდერბეთი
|
გამოქვეყნდა: 14 მარტი
/ ბოლო ვადა: 14 აპრილი
|
"Leader-Bet.com" - ონლაინ ტოტალიზატორი და კაზინო დაარსდა 2010 წელს და მას შემდეგ აქტიურად ცდილობს მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით შექმნას ყველაზე ინოვაციური პროდუქტები ონლაინ თამაშების სფეროში. კომპანიის მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს საინტერესო და კომფორტული გასართობი პორტალი, სადაც შეძლებენ ითამაშონ მრავალფეროვანი ონლაინ თამაშები და ტოტალიზატორი ყველაზე მაღალი კოეფიციენტებით.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.Leader-bet.com
"ლიდერბეთი" - აცხადებს ვაკანსიას VIP ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** VIP მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა;
** მომხმარებლის მოზიდვა და გეგმის შესრულება, არსებული ბაზების/კამპანიების დამუშავება;
** არსებული მომხმარებლებისათვის დროული და კვალიფიციური მომსახურების გაწევა პროდუქტებთან დაკავშირებით;
** მომხმარებლებისათვის ინფორმაციის მიწოდება მათ ანგარიშებთან, თამაშობებთან და დარიცხვებთან დაკავშირებით;
** წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესრულება და მონიტორინგი;
** განსაზღვრული ამოცანების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშგებების წარმოება ხელმძღვანელებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ (საბანკო) სექტორში სატელეფონო ცენტრის მომსახურების სფეროში.
** ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი ეფექტურად აღმოფხვრის შესაძლებლობა;
** მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1350 ლარი + საბონუსე ანაზღაურება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე jobs@leader-bet.com აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.
შეტყობინება: ლიდერბეთი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიდერბეთ სლოტისთვის ხელმისაწვდომი გახდება, კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, კომპანიის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
|
|
|