დასახელება:
ხანდაზმულთა დღის ცენტრის კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
საქართველოს კარიტასი
|
გამოქვეყნდა: 14 მარტი
/ ბოლო ვადა: 28 მარტი
|
"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას ხანდაზმულთა დღის ცენტრი "ჰარმონიის" კოორდინატორის თანამდებობაზე.
პროგრამა/პროექტი: სოციალური დაცვის პროგრამა/ხანდაზმულთა დღის ცენტრი "ჰარმონია"
დასაქმების ტიპი: შრომითი ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 30 საათი
ვაკანსია ღიაა: ნებისმიერი მსურველისთვის
ხანგრძლივობა: უვადო (3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდით)
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდუბე, თ.ერისთავის ქ.#23
ანაზღაურება: 1100-1200 ლარი (ხელზე ასაღები)
პროექტის შინაარსი: ხანდაზმულთა დღის ცენტრი "ჰარმონიის" ფსიქოლოგის მთავარი მიზანია ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, მათი ძირითადი საჭიროების დაკმაყოფილება და სოციალური რეინტეგრაცია სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით.
თანამდებობრივი მოვალეობები/ფუნქციები:
მოვალეობა N1. პროექტის დაგეგმვა/განხორციელება
** დახმარება გაუწიოს პროგრამის მენეჯერს პროექტის დაგეგმვაში, განხორციელებაში, მონიტორინგში და შეფასებაში;
** უზრუნველყოს პროექტის განხორციელება საპროექტო წინადადებისა და პროექტის ფინანსური ბიუჯეტის მიხედვით;
** პროგრამის მენეჯერს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით;
** განახორციელოს პროექტისთვის საჭირო შესყიდვები და ყოველთვიურად მიაწოდოს მენეჯერს დახარჯული თანხის ფინანსური ანგარიში;
** პროგრამის მენეჯერთან და სხვა კოორდინატორებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ახალი პროექტების დაგეგმვა/შემუშავებაში;
** მოვალეა დაიცვას და მაქსიმალურად ეფექტურად წარმართოს პროექტის ფარგლებში პროგრამით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და საქმიანობა;
** პროგრამის მენეჯერს ხელი შეუწყოს პროექტთან დაკავშირებული კვლევების ჩატარებაში;
** პასუხისმგებელია სათანადო ყურადღება მიაქციოს ბენეფიციარს, როგორც ცენტრის ტერიტორიაზე, ასევე მის გარეთ პროექტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების დროს (ექსკურსია, კინო/თეატრი და სხვა);
** მენეჯერს დახმარება გაუწიოს თხრობითი და ფინანსური ანგარიშების მომზადებაში;
** მოამზადოს და შესაბამის ორგანოებში წარადგინოს სახელმწიფო ვაუჩერული სისტემით დაფინანსებული ბენეფიციარების სიები და სხვა საჭირო საბუთები;
** მოვალეა, შეინარჩუნოს ბენეფიციარების პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
მოვალეობა N2. მენეჯმენტი/მონიტორინგი
** მონაწილეობა მიიღოს პროგრამის თანამშრომელთა საერთო შეხვედრებში;
** ჩაატაროს პროექტის თანამშრომლებთან რეგულარული საორგანიზაციო/საკოორდინაციო შეხვედრები (მინიმუმ თვეში ერთხელ);
** მოვალეა იყოს პროგრამის მმართველი ჯგუფის აქტიური წევრი;
** მონაწილეობა მიიღოს პროგრამის მენეჯმენტის ჯგუფის საკოორდინაციო შეხვედრებში;
** ორგანიზებას უწევს პროექტის თანამშრომელთა (ასევე პრაქტიკანტთა და მოხალისეთა) კოორდინირებულ მუშაობას;
** პასუხისმგებელია პროექტის ინვენტარზე, რომელიც ერიცხება;
** პასუხისმგებელია სისუფთავისა და დისციპლინის დაცვაზე;
** პასუხისმგებელია უზრუნველყოს პროექტის განხორციელება გენდერული ბალანსის და მონაწილეობრივი გზის გათვალისწინებით;
** პროექტის განხორციელების პერიოდში იხელმძღვანელოს "კარიტასის" ძირითადი პრინციპებითა და ფასეულობებით;
** მოვალეა იყოს პროგრამის თანამშრომელთა ჯგუფის აქტიური წევრი;
** უზრუნველყოს პროექტის პერსონალის მართვა;
** მონაწილეობა მიიღოს თანამშრომელთა შეფასებაში;
** იზრუნოს პროექტის განვითარებაზე;
** ყოველთვიურად პროგრამის მენეჯერს წარუდგინოს ფინანსური ანგარიში პროექტში გაწეული ხარჯების შესახებ;
** უზრუნველყოს ხანდაზმულთა დღის ცენტრის პროექტის ბენეფიციართა აღრიცხვა;
** სხვა პერსონალის მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღოს ხანდაზმულთა დღის ცენტრის ბენეფიციარის ინდივიდუალური მუშაობის გეგმის შედგენაში;
** პერსონალთან ერთად მოახდინოს ხანდაზმულთა დღის ცენტრის ყოველდღიური აქტივობების დაგეგმვა და ჩატარება.
ზოგადი:
** საჭიროების შემთხვევაში ასრულებს ხელმძღვანელობის სხვა გონივრულ დავალებებს.
** დაამყაროს კონტაქტი მსგავსი საქმიანობით დაკავებულ ორგანიზაციებთან და იყოს საქმის კურსში სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ცვლილებებთან;
** ხანდაზმულთა დღის ცენტრის აქტივობების განსახორციელებლად და ბენეფიციარების მხარდასაჭერად მუდმივად ეძებდეს სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ახალ წყაროებს და კონტაქტებს;
** მუდმივად განავითაროს თავისი ცოდნა გერონტოლოგიის მიმართულებით;
** საჭიროების შემთხვევაში მხარი დაუჭიროს ხანდაზმულთა დღის ცენტრის ბენეფიციარს სოციალური ან სხვა შესაბამისი პრობლემების გადაჭრაში და ითანამშრომლოს "კარიტასის" სხვა პროექტებთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება და გამოცდილება:
აუცილებელი:
** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის, ადამიანური რესურსების მართვის ან ადმინისტრირების მიმართულებით)
** მმართველ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი
სასურველი:
** ხანდაზმულ პირებთან მუშაობის გამოცდილება
** სოციალურად დაუცველ პირებთან ურთიერთობის გამოცდილება
** არაკომერციულ სექტორში მუშაობის გამოცდილება
ცოდნა და უნარები:
აუცილებელი:
** ქართული და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება
** წერითი და ანალიტიკური უნარები
** გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები:
აუცილებელი:
** კომუნიკაციის კარგი უნარები, თბილი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ნებისმიერი ბენეფიციარის მიმართ
** პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
** მოქნილი, ღია მუდმივი ცვლილებებისადმი, მზადყოფნა სწავლისადმი
** წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
** ცენტრის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი
** მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი
** სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა
** მიმღებლობა ნებისმიერი კატეგორიის ბენეფიციართან მუშაობისას
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელმისამართზე: inga.chkheidze@caritas.ge
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: "კოორდინატორის ვაკანსია".
"საქართველოს კარიტასი" მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის შიგნით:
განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 13.03.2025
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 18.03.2025
ვაკანსიის გამოცხადება ორგანიზაციის გარეთ:
განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 13.03.2025
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 28.03.2025
ორგანიზაციის შესახებ: "საქართველოს კარიტასი" არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს:
http://www.caritas.ge;
https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo;
|
|
|
|