დასახელება:
აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი ფინანსებში
|
მომწოდებელი:
Go-Playgrounds
|
გამოქვეყნდა: 14 მარტი
/ ბოლო ვადა: 14 აპრილი
|
შპს "გოუ-ფლეიგრაუნდსი" არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო.
"გოუ-ფლეიგრაუნდსი" ეძებს გუნდის ახალ წევრს - აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი ფინანსებში
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N 2
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით.
აუცილებელია კანდიდატმა კარგად იცოდეს ინგლისური ენა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** გადასახადების და სხვა ფინანსური პროცედურების მხარდაჭერა და კონტროლი;
** პრეზენტაციების და ანგარიშების მომზადება, ფინანსური მონაცემების და ანალიზების საფუძველზე, ხელმძღვანელის მოთხოვნის შესაბამისად;
** ინვოისებისა და ხელშეკრულებების გადამოწმება;
** ხელმძღვანელისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება და გადაცემის უზრუნველყოფა;
** შიდა კომუნიკაციის ორგანიზება და მხარდაჭერა თანამშრომლებთან, ასევე მომწოდებლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირების/მენეჯმენტის ან ფინანსების/ბიუჯეტირების მიმართულებით;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია, საბაზისო ცოდნა საბუღალტრო პრინციპების და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის;
** სასურველია, ფინანსური ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
** ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** თავდაჯერებულობა
** ორგანიზებულობა
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@go-playgrounds.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - აღმასრულებელი დირექტორის ასისტენტი ფინანსებში.
რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში
"გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|