დასახელება:
ასისტენტი გაყიდვების გუნდში
|
მომწოდებელი:
SISNO Group
|
გამოქვეყნდა: 14 მარტი
/ ბოლო ვადა: 14 აპრილი
|
საერთაშორისო ჰოლდინგი "სისნო გრუფი" წლებია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და მომსახურებას უწევს როგორც ქართველ, ისე უცხოელ კლიენტებს. ჩვენი გუნდი მეგობრული, განვითარებაზე ორიენტირებული კადრებისგანაა დაკომპლექტებული. კომპანიის წინსვლა და წარმატება პირდაპირპროპორციულად აისახება თითოეული კადრის წინსვლასა და წარმატებაზე.
თუ დაინტერესებული ხართ უძრავი ქონების გაყიდვებით, გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და ფლობთ ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს, ჩვენი გუნდის კარი თქვენთვის ღიაა.
"სისნო გრუფი" გთავაზობთ ვაკანსიას გაყიდვების გუნდში ასისტენტის პოზიციაზე.
კომპანიის გთავაზობთ ფიქსირებულ ხელფასს + საპროცენტო განაკვეთს თითოეული შესრულებული ოპერაციიდან.
ფუნქცია-მოვალეობები:
** უძრავი ქონების მოძიება;
** შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება;
** დაკავებულ პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარი
** დაინტერესება გაყიდვებით
** სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
კომპანია გთავაზობთ:
** მეგობრულ გარემოს;
** წინსვლის შესაძლებლობას;
** კორპორატიულ დაზღვევას.
ფინანსური პირობები:
** სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00.
** ლოკაცია: თბილისი, საბურთალო
** ფინანსური პირობები: 1200 ლარი (მოჭრილი), ასევე, კომპანია იხდის საშემოსავლო გადასახადს, საპენსიო დანაზოგს 4%-ს, დაზღვევას.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: sisno.cv@gmail.com. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|