Робота для біженців з України
პრომოუტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრომოუტერი
მომწოდებელი: პოლიპრომი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
სამშენებლო სექტორში მოქმედი კომპანია "პოლიპრომი" 8 წელია წამყვანი ევროპული ბრენდების - Soudal, Diager, Samedia, Index ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

"პოლიპრომის" მთავარი ორიენტირი ხარისხზე მორგებული მომსახურება, ხელმისაწვდომობა და ოპერატიულობაა.

პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც საცალოდ, ასევე კორპორაციული მიმართულებით საქართველოს ყველა რეგიონში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე, თბილისში

სამუშაოს აღწერა:

** მოქნილი გრაფიკი - 6-საათიანი სამუშაო დრო (საათების ინდივიდუალურად შეთანხმება შესაძლებელია)
** ანაზღაურება: 30 ლარი დღეში
** გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე
** ულიმიტო სასაუბრო დრო
** სამედიცინო დაზღვევა

უფლება-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება
** სამუშაო არეალის მოწესრიგება (თარო, სტენდი)
** პროდუქციის მარაგებისა და ვადების კონტროლი
** ხელმძღვანელ პირთან დროული კომუნიკაცია

ძირითადი მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობა
** სიახლეებისადმი სწრაფვა
** მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ინფორმაციის ზედმიწევნით ცოდნა (კომპანია უზრუნველყოფს ტრენინგებსა და სწავლებას)

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ cv მითითებულ მეილზე: levani_tordinava@yahoo.com სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე