Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: ibis budget
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
სასტუმრო "ibis budget Tbilisi Center" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ჩვენი სასტუმრო არის "ACCOR"-ის - მსოფლიოში წამყვანი სტუმარმასპინძლობის ჯგუფის - ოჯახის წევრი. ჩვენ ვოპერირებთ საერთაშორისო სტანდარტებით, ვქმნით მყუდრო და კომფორტულ გარემოს და ვამაყობთ თბილი და პოზიტიური გუნდით. აქ თითოეულ თანამშრომელს აქვს პერსონალური და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, რაც გვაძლევს საშუალებას ერთად შევქმნათ საუკეთესო სტუმარმასპინძლობის გამოცდილება.

მისამართი: გიორგი ახვლედიანის ქ. N22, თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო, 2 დასვენების დღე
ანაზღაურება: 800 (NET)

აუცილებელი მოთხოვნები:

** ინგლისური ენა
** სასურველია სასტუმროს პროგრამაში "MICROS" მუშაობის გამოცდილება

ძირითადი მოვალეობა:

** შვედური მაგიდის გაწყობა/ალაგება;
** სტუმრების მაგიდების ალაგება/გასუფთავება;
** შეტყობინებების დროული გადაცემა;
** სადილზე სტუმრების სიის კონტროლი;
** სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.

პიროვნული თვისებები:

** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და პრეზენტაბელურობა;
** სამუშაოს დროულად შესრულება.

კომპანია დამატებით გთავაზობთ:

** "ACCOR"-ის სასტუმროების ფასდაკლების ბარათი
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** 30%-მდე ბონუსი
** უფასო კვება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) შემდეგ ელმისამართზე: Ana.GULUA@accor.com და გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე