დასახელება:
ექოსკოპიის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
დავით აბულაძის ქართულ-იტალიურ კლინიკა
|
გამოქვეყნდა: 14 მარტი
/ ბოლო ვადა: 20 მარტი
|
"დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ექოსკოპიის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ზაქარია ფალიაშვილის ქ. N39ა
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 (კვირის დღეები); 10:00-15:00 (შაბათი).
სამუშაოს დაწყების დრო: 1 აპრილი, 2025
მარტის თვეში ტრენინგი კლინიკის ამჟამინდელი ექოსკოპიის ოპერატორის მიერ.
ბოლო ვადა: 20 მარტი, 2025
ვისთვის შეიძლება იყოს ეს ვაკანსია საინტერესო:
** რეზიდენტები
** მსგავსი სამუშაო გამოცდილების ადამიანები
** სამედიცინო განათლების მქონე ადამიანები
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესახებ, შეგიძლიათ ეწვიოთ:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამედიცინო განათლება
** სამუშაო გამოცდილება სამედიცინო სფეროში
** Microsoft Word
ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტის გასინჯვის დროს რადიოლოგის მიერ ნაკარნახევი მონაცემების შეყვანა არსებულ ელექტრონულ შაბლონში.
** კლინიკის პროგრამაში დასკვნის მიბმა პაციენტის პორტფოლიოზე.
** ექოსკოპიის აპარატურის მოწესრიგება. აპარატის ფირების შემოწმება.
ანაზღაურება: 900₾ - ხელზე ასაღები
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: abuladzehr@gmail.com
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
რეზიუმეს გაზიარებით, აპლიკანტი თანხმობას აცხადებს "დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკა" (ს/კ: 405080500) მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება "დავით აბულაძის ქართულ-იტალიური კლინიკის" მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადისა; კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სამედიცინო ცენტრს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: abuladzehr@gmail.com
|
|
|
|