Робота для біженців з України
შენობის მართვის სისტემების ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შენობის მართვის სისტემების ინჟინერი
მომწოდებელი: ინსტა
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 05 აპრილი
"ინსტა" ერთ-ერთი წამყვანი ქართული ელექტრო საინჟინრო/საპროექტო კომპანიაა, რომელიც 27 წელია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პროფილია ელექტრო, სატელეკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირება და მონტაჟი, ასევე შენობის და ინდუსტრიული ავტომატიზაციის სისტემის შემუშავება და შესრულება. "ინსტას" მრავალრიცხოვან კლიენტებს შორის არიან ისეთი კომპანიები და ბრენდები როგორიცაა - ფოთის საზღვაო ნავსადგური (APM ტერმინალი), M2, თეგეტა მოტორსი, საქართველოს ბანკი, წყალი მარგებელი, REZID Holding GmbH (King David Residence), სასტუმროები - Crown Plaza, Moxy, Ramada. ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი წარმოება, ლოჯისტიკური ცენტრი და სასაწყობე ტერიტორია, სადაც წარმოდგენილია 10, 000-მდე დასახელების პროდუქტი. "ინსტას" თანამშრომლები ტრენინგებს გადიან ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: Siemens, Phoenix Contact, Lapp Kabel, Jung, Eaton, Festo და სხვა. ჩვენთან შესაძლებელია გაეცნოთ საქართველოში არსებულ უმსხვილეს კომპანიებთან და საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებას

საინჟინრო განყოფილების გასაძლიერებლად ვეძებთ გუნდის ახალ წევრს შენობის მართვის სისტემების ინჟინრის პოზიციაზე

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

** შენობის მართვის, საწარმოო ავტომატიზაციის და "ჭკვიანი სახლი"-ს სისტემების მართვის კარადების სქემების შედგენა;
** შესაბამისი სისტემების აღწერილობის, სტრუქტურული სქემების, ტექნიკური მონაცემებისა და სპეციფიკაციების მომზადება;
** სამშენებლო და საწარმო ობიექტებზე მართვის სისტემების მონტაჟის და გაშვება/გამართვის შესრულება;
** სამშენებლო და საწარმო ობიექტებზე სამონტაჟო ჯგუფებთან კოორდინირებული მუშაობა;
** საჭიროების შემთხვევაში სამშენებლო და საწარმო ობიექტებზე საველე მოწყობილობების, ელდაერთებების შემოწმება და კორექტირება;
** საჭიროების შემთხვევაში სამშენებლო და საწარმო ობიექტებზე მართვის კარადებში ცვლილებების შეტანა და დოკუმენტაციის შესაბამისი კორექტირება;
** ნორმატიული დოკუმენტაციების ცოდნა/შესწავლა;
** ძირითადი მწარმოებლების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა/შესწავლა;
** სხვადასხვა ელექტრო აღჭურვილობის ანალიზი, პროექტის მოთხოვნების და ბიუჯეტის გათვალისწინებით აღჭურვილობის არჩევა;
** კომპანიაში არსებულ განყოფილებებს შორის ინფორმაციის მიმოცვლის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით;
** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება BMS-ის მიმართულებით;
** AutoCAD პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
** E-plan პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
** MS Office ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის, დროის გადანაწილების და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელმისამართზე: hr@insta.ge

კონკურსში მონაწილეობის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 5 აპრილი

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს http://www.insta.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შპს "ინსტასთვის" ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, "ინსტას" მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 1 წლის ვადით.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "ინსტამ" შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

შპს "ინსტა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე