Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=620366&print=yes&view=jobs
 
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი - - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი -
მომწოდებელი: Self.HR
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
ტექნოლოგიური კომპანია "Self.HR" არის HR სისტემის ლიდერი პროვაიდერი საქართველოში.

კომპანია ოპერირებს საქართველოსა და უზბეკეთის ბაზარზე და აერთიანებს 950-ზე მეტ კომპანიას და 100, 000-ზე მეტ ყოველდღიურ მომხმარებელს.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://www.self.hr

სელფის გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და თავის საქმეზე შეყვარებულ ადამიანს კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე აჭარის რეგიონში, ბათუმში

** თუ გიყვარს ტექნოლოგიები და თვლი, რომ ბიზნესის განვითარების გზა სწორედ ტექნოლოგიებშია
** თუ გიყვარს გამოწვევები და არ უშინდები დღეში რამდენიმე შეხვედრას
** თუ მოგწონს ხალხთან კომუნიკაცია და დინამიკური სამუშაო პროცესი

მაშინ, აღნიშნული ვაკანსია შენთვისაა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პოტენციური მომხმარებლების მოძიება და პირველადი სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება;
** პოტენციური პარტნიორი კომპანიების C level მენეჯმენტთან კომუნიკაცია;
** პოტენციური მომხმარებლებისთვის პროდუქტის პრეზენტირება და დემო ვერსიის ჩვენება;
** პოტენციური მომხმარებლების საჭიროებების კვლევა და მათზე მორგებული შეთავაზების მომზადება;
** შესაბამისი რეპორტების მომზადება.

რას ვითხოვთ კანდიდატისგან:

** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება კორპორაციული (B2B) გაყიდვების მიმართულებით;
** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ან ტექნოლოგიების მიმართულებით;
** უცხო ენების მაღალ დონეზე ფლობა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** გაყიდვების ტექნიკებისა და მოლაპარაკებების წარმოების ტრენინგები ჩაითვლება უპირატესობად.

რას ვთავაზობთ კანდიდატს:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს;
** სწრაფ განვითარებასა და პარტნიორი კომპანიების სიმრავლეს;
** ულიმიტო სასაუბროს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას

თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@self.ge
არ დაგავიწყდეთ, სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ შპს "სელფ.ჯი"-მ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 2 (ორი) წლის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: career@self.ge

კომპანია წინასახელშეკრულებო ეტაპზე კანდიდატთა შერჩევას ახორციელებს საქართველოს შრომის კოდექსითა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის პრინციპების სრული დაცვით. კომპანიის პოლიტიკა ეფუძნება თანასწორობის პრინციპს და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას ნებისმიერი ნიშნით, დასაქმების ნებისმიერ ეტაპზე. დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში მოგვმართეთ: career@self.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია