Робота для біженців з України
მმართველი პარტნიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მმართველი პარტნიორი
მომწოდებელი: Prospect
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 14 აპრილი
ჩვენ ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ და გამოცდილ მმართველ პარტნიორს, რომელიც იქნება პასუხისმგებელი პროექტების წარმატებით განხორციელებაზე.

ვინ ვართ:

კომპანია "პროსპექტი" არის უძრავი ქონების კომპანია, რომელიც უძრავი ქონების დეველოპერებს აწვდის გაყიდვების საკონსულტაციო სერვისს და ეხმარება კომერციული მიზნების მიღწევაში. მეტი ჩვენს შესახებ იხილეთ აქ: https://www.prospect.ge/

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:

** გაყიდვების დირექტორებისთვის სტრატეგიული მიმართულების მიცემა, კონსულტირება ინდივიდუალური გაყიდვის გეგმის შემუშავებაში
** ინვესტორებთან, დეველოპერებთან, ტოპ კლიენტებთან და სხვა მნიშვნელოვან სტექიკჰოლდერებთან ურთიერთობა
** ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა, გაყიდვების გაზრდის მიზნით
** დეველოპერული კომპანიების და პროექტების მოზიდვა
** პოტენციური რისკების იდენტიფიცირება და მართვა
** რეპორტების წარმოება ყოველთვიურად და პროექტის დასრულების შემდეგ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსების ან მარკეტინგის მიმართულებით
** მნიშვნელოვანია მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება პროექტების მართვაში, გაყიდვების, სამშენებლო სექტორის ან მარკეტინგის დეპარტამენტის/ ჯგუფის მართვის მიმართულებით.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შედეგზე ორიენტირებულობა
** ლიდერული თვისებები
** დროის მენეჯმენტი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კრიტიკული აზროვნების უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@prospect.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება აუცილებლად.

გაითვალისწინეთ, რომ ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთებისას, ჩვენთვის რეზიუმეს ან სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების წარდგენა ითვლება თქვენს თანხმობად, რომ შერჩევის პროცესის ფარგლებში კომპანია "პროსპექტი" თქვენს პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს და შეინახავს არაუმეტეს 3 წლის ვადით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

შპს "პროსპექტი" მკაცრად ეწინააღმდეგება დისკრიმინაციის ყველა ფორმას, როგორც შერჩევის პროცესში, ასევე შრომით ურთიერთობებში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე