დასახელება:
გარემოს დაცვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი
|
გამოქვეყნდა: 14 მარტი
/ ბოლო ვადა: 31 მარტი
|
ჩვენ შესახებ:
გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) არის გაერთიანებული ერების ინიციატივა, მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის პლატფორმა, რომლის მიზანია ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნა. ის დაფუძნებულია 10 პრინციპზე, ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. ორგანიზაციაში გაერთიანებულია საერთაშორისო დონეზე 27 000 ათასამდე ორგანიზაცია, ხოლო საქართველოს ქსელს 160-ზე მეტი წევრი ჰყავს.
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი წარმოადგენს გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივ წარმომადგენლობას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირს.
ორგანიზაცია ეძებს გარემოს დაცვის მენეჯერს, რომელთანაც ითანამშრომლებს ხანგრძლივი ვადით.
დასაქმების ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
დასაქმების ვადა: 1 წელი, გაგრძელების პერსპექტივით (3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდით)
სამუშაო აღწერილობა:
** ორგანიზაციის გარემოს დაცვის მიმართულების ეფექტიანი მართვა - ყოველწლიურად სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება პროექტების აქტივობების გათვალისწინებით;
** გარემოს დაცვის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობის - ღონისძიებების, კონფერენციების, თემატური დისკუსიების, სამუშაო შეხვედრების, საჯარო-კერძო დიალოგის, მრგვალი მაგიდებისა და ტრენინგების დაგეგმვა, ორგანიზება და საერთო კოორდინაცია.
** კომპანიებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის ტრენინგების ჩატარება გარემოს დაცვის საკითხებზე; კომპანიების მხარდაჭერა გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების, პოლიტიკის დოკუმენტების დანერგვასა და განხორციელებაში; კომპანიების რეგულარული გამოკითხვა მათთვის რელევანტური თემების იდენტიფიცირების მიზნით;
** საქართველოში გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესწავლა ორგანიზაციის აქტივობების ეფექტიანად განხორციელების მიზნით;
** საკანონმდებლო სიახლეებისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით გარემოსდაცვითი მიმართულებით ანალიტიკური მასალებისა და სახელმძღვანელოების შემუშავება და კერძო სექტორისთვის გაცნობა/წარდგენა; კომპანიებისთვის რეკომენდაციების შემუშავება გარემოს დაცვის სტანდარტების დანერგვისა და იმპლემენტაციის საკითხზე; გარემოს დაცვის თემაზე ანგარიშგებასთან დაკავშირებული კონსულტაციის გაწევა კერძო სექტორისთვის;
** გარემოს დაცვით საკითხებზე არსებული საერთაშორისო ტენდენციების შესახებ მოკვლევის რეგულარული განხორციელება; სიახლეების შესახებ სხვადასხვა საკომუნიკაციო მასალის შემუშავება და გაცნობა კომპანიებისთვის;
** გაეროს გლობალური შეთანხმების ოფისის მიერ ინიცირებული საერთაშორისო პლატფორმების და ინიციატივების მართვა ადგილობრივ დონეზე (გარემოს დაცვის თემაზე);
** ორგანიზაციის დაინტერესებულ მხარეებთან - კერძო სექტორი, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, აკადემიური დაწესებულებები, მედია და სხვა - თანამშრომლობა და მათთან ერთად სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა;
** სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერთან ერთად გარემოს დაცვის მიმართულების საკომუნიკაციო სტრატეგიის დაგეგმვა და ორგანიზაციის გუნდთან ერთად განხორციელების უზრუნველყოფა; კერძო სექტორისთვის სხვადასხვა საკომუნიკაციო მასალის შემუშავება;
** განხორციელებული საქმიანობის შედეგების მონიტორინგი და ანგარიშგება ორგანიზაციის ხელმძღვანელთან;
** საჭიროებისამებრ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სხვა პროექტულ თუ ადმინისტრაციულ საქმიანობაში ჩართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: მაგისტრის ხარისხი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი (სასურველია, გარემოს დაცვის და გარემოს დაცვის მენეჯმენტის, ეკოლოგიის, ან მომიჯნავე სპეციალობებით);
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გარემოს დაცვის, ეკო-ინოვაციებისა და მომიჯნავე თემების მიმართულებით. ორგანიზაცია გარემოს დაცვის მიმართულებით ძირითადად მუშაობს შემდეგ საკითხებზე: ცირკულარული ეკონომიკა, ნარჩენების მართვა, კლიმატის ცვლილება, სათბურის გაზები და მდგრადი დაფინანსება. შესაბამისად კანდიდატს უნდა ჰქონდეს აკადემიური ცოდნა და სამუშაო გამოცდილება ამ მიმართულებით. სასურველია, რომ კანდიდატს ჰქონდეს ბიზნესთან და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;
** უცხო ენები: ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
** დამატებითი მოთხოვნები: ძლიერი ანალიტიკური, წერითი / ზეპირი კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარები.
საჭირო უნარ-ჩვევები:
პროფესიონალიზმი
** მკაფიო და ეფექტური კომუნიკაცია
** დროის მენეჯმენტი და პრიორიტეტების განსაზღვრა
** გადაწყვეტილებების მიღება ეთიკური სტანდარტების დაცვით
პროგრესულობა
** ახალ მეთოდოლოგიებთან და ტექნოლოგიებთან ადაპტაციის უნარი
** შემოქმედებითი აზროვნება და ახალი იდეების ინიცირება
** სწავლისა და განვითარების სურვილი
გუნდურობა
** გუნდის წევრებთან ერთად ეფექტური მუშაობა
** გუნდის წევრების მხარდაჭერა საერთო მიზნების მისაღწევად
ენთუზიაზმი
** პოზიტიური დამოკიდებულება საქმის მიმართ
** ინოვაციური ხედვა და მოტივაცია
ორგანიზაციაში მოქმედი ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** შვებულების 24 სამუშაო დღესთან ერთად, დამატებით 48 პერსონალური საათი წელიწადის განმავლობაში;
** სატელეფონო კომუნიკაციის პაკეტი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ მეილზე hr@unglobalcompact.ge გამოგვიგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია:
** CV ინგლისურ ენაზე, ორი რეკომენდატორის მითითებით
** სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 31 მარტი.
გთხოვთ, დანიშნულების ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ორგანიზაციამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე, სამოტივაციო წერილი) კანდიდატის ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ორგანიზაციაში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით.
ორგანიზაცია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|