Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / ბოლო ვადა: 27 მარტი
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი
სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 სთ
სამუშაო ლოკაცია: ისანი, ნავთლუღის ქუჩა #39/41
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მიერ საერთაშორისო ბაზარზე განხორციელებული შესყიდვის დოკუმენტაციის ბუღალტერიაში მიწოდების შემდეგ სისწორის გადამოწმება და რეაგირება პროცედურისა და ვადების დაცვით.
** აღნიშნულ შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გატარება სააღრიცხვო პროგრამაში.
** საბაჟო დეკლარაციების, ტრანსპორტირების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების გატარება სააღრიცხვო პროგრამაში.
** გამორჩენილი ან შეცდომით გამოწერილი საბუთების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტთან კომუნიკაცია.
** იჯარის ხელშეკრულებების მიხედვით გადარიცხვების რეესტრის წარმოება, ცვლილებების ასახვა.
** იჯარის რეესტრის მიხედვით გადარიცხვების ვადების კონტროლი, შესაბამისი გატარებები სააღრიცხვო პროგრამაში.
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დაარქივება დადგენილი წესის მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებით ან ბუღალტრული კურსები)
** აუცილებელია ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** აუცილებელია სადისტრიბუციო/იმპორტიორ კომპანიებში და საერთაშორისო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** უპირატესობა მიენიჭება 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილებას.
** MS Office (Word, Excel, PowerPoint).
** ორგანიზებულობა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებელად მიუთითო ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 27.03.2025

გისურვებთ წარმატებებს!

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე