დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
DMS
|
გამოქვეყნდა: 13 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 მარტი
|
კომპანია "DMS"-ი აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:
სამუშაოს აღწერილობა:
** შესყიდვების დაგეგმვა, კოორდინაცია, განხორციელება;
** შესყიდვების ანალიზი;
** მომწოდებლების ბაზის პერიოდული განახლება;
** შესყიდვების დროულობის, ხარისხის, სიხშირის ხარჯების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;
** მომწოდებლის მოძიება როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
** ბაზრის კვლევა, საუკეთესო ალტერნატივების განსაზღვრა და ყველაზე მისაღები პირობებით პროდუქციის შესყიდვა;
** ტრანსპორტირების პროცედურების დაგეგმვა და სატრანსპორტო კომპანიების ბაზრის კვლევა თითოეულ შესყიდვაზე;
** ელექტრონული საბაჟო პროცედურების განხორციელება;
** შესყიდვების მიხედვით ყოველკვირეული cash flow-ს მიწოდება ბუღალტერიისთვის;
** უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული მიმდინარე ამოცანების და პრობლემების ანალიზი და გადაჭრის გზების დასახვა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ოფისის პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გამოცდილება სამშენებლო სარემონტო შესყიდვების მიმართულებით ჩაითვლება
უპირატესობად.
სახელფასო ანაზღაურება 2000-დან 3500-მდე, კვალიფიკაციის შესაბამისად.
გთხოვთ, მითითებულ მისამართზე: Info@dms.ge გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე არაუგვიანეს 30 მარტისა.
|
|
|
|