Робота для біженців з України
ავტომტვირთავის მძღოლი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტომტვირთავის მძღოლი
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია ლუკა
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
შპს "ლუკა" KNAUF-ის პარტნიორი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილებით სარგებლობს და ახდენს სამშენებლო-სარემონტო მასალების საცალო-საბითუმო რეალიზაციას.

კომპანია ლუკა აცხადებს ვაკანსიას ავტომტვირთავის მძღოლის (პაგრუშიკის მძღოლი) პოზიციაზე.

პირობები:

** ლოკაცია: ქ. ბათუმი, პ. ბაგრატიონის ქ. 112.
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო საათები: 10 სთ-დან 18 სთ-მდე;
** სამუშაო დღეები: კვირაში 6 დღე (ორშაბათი-შაბათი);
** ანაზღაურება: 1260 ლარი (მომატების პერსპექტივით)

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** დისციპლინარული ნორმების წესრიგი და დაცვა;
** კლიენტთა მომსახურების და მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** ტვირთის მიღება-გაცემისა და დასაწყობების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** პროდუქციის (ტვირთის) უსაფრთხოდ აწევა, დაწევა, გადაადგილება და გადაზიდვის უზრუნველყოფა;
** ავტომტვირთავზე პროდუქციის სწორად დალაგება-განაწილების უზრუნველყოფა, რათა თავიდან იქნას ავტომტვირთავის გადაყირავება, ტვირთის დაზიანება და ა.შ
** მუშაობის პროცესში პროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების კონტროლი (რამდენად შენარჩუნებულია პროდუქტის სასაქონლო სახე);
** პროდუქციის მიღებისა და გაცემის კონტროლი;
** ავტომტვირთავის მოვლა-პატრონობა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
** გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოებების ნორმების და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში.

ძირითადი მოთხოვნები:

** წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო);
** შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

სასურველი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.

ჩვენ გთავაზობთ:

** თბილ და კოლეგიალურ გარემოს;
** ყოველდღიური ბენეფიტები: ერთჯერადი კვება; ჩაი/ყავა ულიმიტო;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: ltd.luka@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 132344.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე