Робота для біженців з України
მაღაზიის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ევრო მარტი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
შპს "ევრო მარტი" დაფუძნებულია მთავარ ღირებულებებზე: კეთილსინდისიერება, ერთგულება, მუდმივი განვითარება და ზრუნვა.

თუ გსურს განვითარდე პიროვნულად და პროფესიონალურად, გამოწვევები აქციო შესაძლებლობებად, სცადე და არ გაჩერდე.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს მაღაზიის ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ჩვენ გთავაზობთ:

** შენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს;
** ანაზღაურებად სტაჟირებას;
** კვებაზე 20%-იან ფასდაკლებას;
** კონსიგნაციით პროდუქციის შეძენას თვის ჭრილში;
** კარიერული ზრდის სწრაფ შესაძლებლობას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მენეჯერის არ ყოფნის პერიოდში, სავაჭრო ობიექტზე მიმდინარე საოპერაციო და სავაჭრო პროცესების მართვა/ მონიტორინგი;
** სავაჭრო ობიექტის თანამშრომელთა გუნდის მართვა;
** დარბაზში პროდუქციის განლაგებისა და ვადების კონტროლი;
** ფასების ცვლილების შემთხვევაში, ახალი ფასმაჩვენებლების დაბეჭდვა და შესაბამის პროდუქტებთან განთავსება;
** მაღაზიაში პროდუქციის ნაშთისა და ვადების კონტროლი;
** პროდუქციის აღწერის პროცესში უშუალო ჩართულობა და მართვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების კონტროლი სავაჭრო ობიექტზე;
** პერსონალის მიერ მომსახურების სტანდარტის დაცვის კონტროლი;
** სალაროს წარმოების კონტროლი;
** მაღაზიის ტექნიკური გამართულობის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სავაჭრო მიმართულებით ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პროგრამა Apex-ის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდის მართვისა და საქმის დელეგირების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დაგეგმვისა და დროის მართვის უნარ

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: info@evro-mart.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 599 31 26 23.

მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე