Робота для біженців з України
კონტენტ კრეატორი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: მაშაურმა
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
სწრაფი კვების ობიექტი "მაშაურმა" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. გორი
ანაზღაურება: შეთანხმებით

სამუშაოს აღწერა:

** კომპანიის TikTok გვერდისთვის კონტენტ სტრატეგიის ჩამოყალიბება და სამიზნე აუდიტორიისთვის შესაბამისი კონტენტის შექმნა;
** ფოტო/ვიდეო გადაღება, მონტაჟი, ლაივის ჩართვა კომპანიის პროდუქტების ცნობადობის გასაზრდელად და შეთავაზებების გავრცელების მიზნით;
** აუდიტორიასთან კომუნიკაცია, კომენტარებზე პასუხის გაცემა და გვერდის აქტივობის გაზრდა;
** TikTok გვერდის განვითარებაზე მუდმივად ზრუნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია ვიდეო კონტენტის შექმნისა და დამუშავების გამოცდილება;
** ვიდეო გადაღებებისა და მონტაჟის გამოცდილება;
** მაღალი ხარისხის კონტენტის შესაქმნელად საჭირო ტელეფონის ქონა;
** TikTok ტრენდების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კრეატიული აზროვნება;
** აქტიური, კომუნიკაბელური;
** სიახლის სწრაფად ათვისების უნარი;
** პასუხისმგებლობიანი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება კომპანიის დირექტორთან;
** დავალების შესრულება.

ჩვენ გთავაზობთ:

** გრძელვადიან თანამშრომლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ შრომის პირობებს.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: cravecrazeeats@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა არის: 2025 წლის 10 აპრილი.

მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და შენახული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე