დასახელება:
ინჟინერი
|
მომწოდებელი:
საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია
|
გამოქვეყნდა: 13 მარტი
/ ბოლო ვადა: 28 მარტი
|
სს "საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია" მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია ინჟინრის პოზიციაზე.
სს "საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია" არის კერძო, ქართული კომპანია რომელიც ავითარებს პროექტებს ენერგეტიკის მიმართულებით.
სამუშაო ადგილი - სვანეთი.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ჰიდროელექტროსადგურის ოპერირებისთვის საჭირო ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების: გენერატორების, ტრანსფორმატორების, ტურბინების და სხვა გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ელექტრო მოწყობილობების, მექანიკური დანადგარების და სხვა დამხმარე აღჭურვილობების გეგმური შემოწმების წარმოება, პროფილაქტიკური და მცირე სარემონტო სამუშაოების წარმოება;
** მაღალი ძაბვის მოწყობილობების ოპერირება;
** ჰესის სხვადასხვა პარამეტრების დაკვირვება და ჩანაწერების წარმოება, წყლის დონესა და ნაკადზე;
** სადაწნეო სისტემების ოპერირება, კონტროლი და მომსახურება;
** პასუხისმგებლობა გარემოსდაცვით საკითხებზე: კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
** დანადგარებისა და აგრეგატების ექსპლუატაციის წესების სრული დაცვით ოპერირება;
** სამუშაოების წარმოებისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების და ნორმების, ასევე კომპანიის შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული ნორმატიული დოკუმენტების და ინსტრუქციების მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა;
** დაგეგმილი და შესრულებული სამუშაოების შესახებ რეგულარული რეპორტების მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ენერგეტიკის განხრით;
** უპირატესად ჩაითვლება მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ელექტრო და მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
რას გთავაზობთ ჩვენი კომპანია:
** კონკურენტუნარიან ხელფასს;
** წლიურ ბონუსს;
** ოთხ თვიან, სრულად ანაზღაურებად, დეკრეტულ შვებულებას;
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის 100 %-ით დაფარვას;
** მოქნილ სამუშაო საათებს;
** კარიერული ზრდის ხელშეწყობას;
** თანაბარ პირობებს სქესის, გენდერისა და ეთნიკურობის მიუხედავად.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ CV გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@grpc.ge.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ სს "საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიამ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|