Робота для біженців з України
უმცროსი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი იურისტი
მომწოდებელი: ქართული კრედიტი
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 27 მარტი
სს მისო "ქართული კრედიტი" დაფუძნდა - 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. საქართველოს მასშტაბით არსებული 6 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.

სს მისო "ქართული კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას იურიდიული მხარდაჭერის სამსახურში - უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი (საბურთალო)

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამართლებრივი დოკუმენტაციის შესწავლა, ანალიზი და მომზადება ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ;
** ვადაგადაცილებულ სესხებზე წარმომადგენლობა არბიტრაჟში, საერთო სასამართლოებში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში, მათ შორის გამარტივებულ წარმოებაზე;
** იურიდიული დოკუმენტების აღრიცხვა, დაარქივება, სისტემატიზაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის (მათ შორის მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის) ცოდნა;
** სასურველია იურიდიულ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება/სტაჟირება;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** სასურველია ადვოკატის ლიცენზია სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით;

აუცილებელი უნარები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი (წერითი, ზეპირი);
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

პოზიციის პირობები:

** გამოსაცდელი პერიოდი - 6 თვე;
** ანაზღაურება - 1000 NET GEL, გამოსაცდელი პერიოდის შემდგომ 1200 NET GEL + ბონუსი;
** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 17:30-მდე, ყოველი თვის ბოლო შაბათი 10:00-14:30 საათამდე.
** კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით;
** ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა ბენეფიტები (გამოსაცდელი ვადის შემდეგ).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 27 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს.
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს მისო "ქართული კრედიტის" მიერ, რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადისა.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, რომელიც თავად მიაწოდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გაცნობა, ასლის მიღება, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა. ამისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე: vacancy@geocredit.ge

თუ გსურთ, თქვენი რეზიუმე განხილულ იქნეს მომავალში გამოცხადებულ ვაკანსიებთან მიმართებით, გთხოვთ თქვენი რეზიუმე და შესაბამისი თანხმობა, გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: vacancy@geocredit.ge სახელწოდებით "რეზერვი". მიღებული ინფორმაცია აისახება აპლიკანტების რეზერვში და დაგიკავშირდებით თქვენი ინტერესების, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ რეზერვში თქვენი რეზიუმე შეინახება 3 წლის ვადით, ხოლო ვადის გასვლის შემდეგ რეზიუმე წაიშლება.

ვაკანსიაზე მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გარდა კანდიდატის მხრიდან სხვა ისეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს და არ არის აუცილებელი კომპანიის მიერ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, კომპანია გაცნობებთ, რომ ასეთი მონაცემი ავტომატურად განადგურდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე