დასახელება:
მოწვეული ლექტორი
|
მომწოდებელი:
საქართველოს უნივერსიტეტი
|
გამოქვეყნდა: 13 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 მარტი
|
"საქართველოს უნივერსიტეტი" გთავაზობთ გახდეთ მოწვეული ლექტორი ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლაში შემდეგი მიმართულებით: თერაპიულ, ორთოპედიულ, ქირურგიულ სტომატოლოგიაში.
ჩვენს პერსონალს დავახვედრებთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
** ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
** უსაფრთხო სამუშაო გარემოს
** უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს
თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:
** სალექციო მასალის მომზადება და ლექციის ჩატარება
** სტუდენტების დამატებითი სასწავლო რესურსებით უზრუნველყოფა
** კლინიკური უნარების დემონსტრირება
** ეთიკური და პროფესიული სტანდარტების დაცვა
კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ:
** სულ მცირე 3 წლიანი კლინიკური გამოცდილება;
** უცხოენოვანი პროგრამით სწავლების სულ მცირე 3 წლის გამოცდილება ან საზღვარგარეთ მოქმედ დაწესებულებაში მიღებული გამოცდილება ან პროგრამის სწავლების ენის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი.
უნარები, რომელიც უნდა გქონდეთ:
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** სისწრაფე და ოპერატიულობა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2025 წლის 30 მარტის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: მოწვეული ლექტორი (კონკრეტული მიმართულებით), წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 7000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|