Робота для біженців з України
HR/IT რეკრუტინგის სრული ციკლის კურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR/IT რეკრუტინგის სრული ციკლის კურსი
მომწოდებელი: ადამიანური რესურსები ბიზნესისთვის
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
რეკრუტინგულ-საკონსულტაციო კომპანია "HR4 Business" დაარსდა 2018 წელს და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს HR კონსალტინგს, HR პროექტების მართვას, რეკრუტინგს/ ჰედჰანტინგს, HR კვლევებსა და ტრენინგებს.

გაიგეთ მეტი ჩვენს შესახებ: https://hr4b.ge/

ვაცხადებთ მიღებას HR/IT რეკრუტინგის სრული ციკლის განახლებულ კურსზე.

მონაწილეები ტრადიციულ საკითხებთან ერთად შეისწავლიან IT/Tech სფეროს სპეციფიკას.

ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილე შეძლებს ნებისმიერი, ტიპის ვაკანსიაზე მუშაობას, საკვალიფიკაციო მოთხოვნების სწორად შედგენასა და ეფექტური სტრატეგიის შემუშავებას.

მოცემული ტრენინგის მიზანია:

** დაეხმაროს მონაწილეებს შეიძინონ მაღალაზღარებადი, გლობალურ ბაზარზე მოთხოვნადი პროფესია, აიმაღლონ კვალიფიკაცია.
** მონაწილეებს მისცეს აკადემიური ცოდნა
** დაეხმაროს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში
** დაანახოს რეკრუტინგის პროცესის სრული სურათი
** შეძლონ მთელი პროცესის დაგეგმვა და მართვა
** დაეხმაროს რისკების პრევენციაში
** ესმოდეს შრომის ბაზრის ტენდენციები
** ესმოდეს IT/Tech სფეროს რეკირუტინგის სპეციფიკა
** სწორად მართონ ტალანტების რეკრუტირების პროცესი
** გაზარდონ ვაკანსიის ეფექტიანობა
** შეადგინონ ბიუჯეტი და მართონ ხარჯები
** სწორად შეარჩიონ საუკეთესო სტრატეგია
** გამოავლინონ შესაბამისი არხები
** შერჩევაში გამოიყენონ კვალიფიციური მეთოდები და ტექნიკები, იცოდნენ საერთაშორისო მეთოდების შესახებ
** შეადგინონ კანდიდატის პროფაილი და მისი შესაბამისობა ვაკანსიასთან

ტრენინგი განკუთვნილია: HR სპეციალისტების, რეკრუტერების, სფეროს წარმომადგენლებისა და იმ პირებისათვის, ვინც ფაქტობრივად მართავს ახალი თანამშრომლების მოძიებისა და შერჩევის პროცესს. კურსი საინტერესო იქნება ასევე მათთვის, ვისაც უკვე აქვს გარკვეული გამოცდილება ამ მიმართულებით და სურს მიიღოს საკითხის აკადემიური და სისტემური ცოდნა, დახვეწოს და გააუმჯობესოს შერჩევის უნარები პრაქტიკული და რეალისტური ქეისებით.

ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ირინა შალამბერიძე - 4 შეხვედრა

** შრომის ბაზრის მიმოხილვა რეკრუტინგის ეტაპები ვაკანსიის გამოვლენა ვაკანსიის ტექსტის შემუშავება/ სამუშაოს აღწერა მრავალფეროვნების მართვა,
** დისკრიმინაციის რისკები
** რეკრუტინგის სტრატეგია რეკრუტინგის არხების შერჩევა
** კანდიდატების ტიპები
** დამსაქმებლის ბრენდის გავლენა ვაკანსიის ეფექტურობაზე
** ვაკანსიის დანახარჯები
** ATC - ავტომატიზაცია, პლუსები და მინუსები
** Long list, short list
** შერჩევის მეთოდები/ პროფაილინგი გასაუბრების ტიპები Competency based interview ტესტებისა და კითხვარების გამოყენება
** რეკომენდაციების შემოწმება
** დადებითი და უარყოფითი უკუკავშირი/ job offer
** ონბორდინგი

ია კაპანაძე - 2 შეხვედრა

** IT/Tech ინდუსტრიის სპეციფიკა - ტექნოლოგიური ტერმინოლოგიის, პროგრამირების ენების, ჩარჩოების და მეთოდოლოგიების გამოყენება/გაცნობა
** IT/Tech პოზიციების ანალიზი - ტექნიკური სამუშაო აღწერილობების და შესაბამისი უნარების იდენტიფიცირება
** ტექნოლოგიური გუნდის სტრუქტურა
** რეკრუტინგის პროცესი - დაგეგმვა, სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება
** სორსინგის ტექნიკები - ალტერნატიული წყაროების და სოციალური მედიის პლატფორმების ეფექტური გამოყენება
** ტექნიკური ინტერვიუები - დაგეგმვა, შესაბამისი კითხვების მომზადება და კანდიდატების შეფასების მეთოდები.
** ტექნოლოგიური ბაზრის ტენდენციები - ქართული და საერთაშორისო ტექნოლოგიური ბაზრის ტენდენციების და ინოვაციების მიმოხილვა.

ტრენერების შესახებ:

** ირინა შალამბერიძე - HR სფეროში 20+ წ გამოცდილების მქონე პროფესიონალი, სხვადასხვა ინდუსტრიებში HR დეპარტამენტის განყოფილების ხელმძღვანელი, ჰედჰანთერი, აკრედიტებული ტრენერი, ლექტორი, HR კონსულტანტი, HR4 Business დამფუძნებელი და დირექტორი.
** ია კაპანაძე - HR სფეროში 7 წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი, IT/Tech კომპანიებში HR მართვისა და რეკრუტინგის გამოცდილება 4 + წელი, CHRO - OptimoGroup, HR მენეჯერი - IT Matrix, HR მენეჯერი - Vita Health Card.

განრიგი და საფასური:

** ტრენინგის ჩატარების პერიოდი 2025 წლის 15 აპრილიდან 1 მასის ჩათვლით, ყოველი სამშაბათი და პარასკევი.
** სრული ტრენინგის ხანგრძლივობა: 8 შეხვედრა, 20 სთ
** განრიგი: 19:30-22:00 სთ
** სრული კურსის საფასური: 980 ლარი. შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდა შიდა განაწილებით. ასვე მოქმედებს საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდა, 4 თვეზე განაწილებით
** 31 მარტის ჩათვლით რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილე მიიღებს 20 %-იან ფასდაკლებას, ხოლო 7 აპრილის ჩათვლით - 10 %-იანს.
** ფორმატი: დასწრებული (საბურთალოს ტერიტორიაზე)
** ტრენინგის დასასრულს გაიცემა სერტიფიკატი.

იჩქარეთ! ადგილების რაოდენობა შეზღუდულია

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს https://forms.gle/A7rCuYZShqdU2ANT7

კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ მეილზე: info@hr4b.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე